![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/71/Hades-et-Cerberus-III.jpg/640px-Hades-et-Cerberus-III.jpg&w=640&q=50)
ჰადესი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰადესი (ძვ. ბერძნ. Ἅιδης ან ᾍδης, ლათ. Pluto) — ქთონური ღვთაება ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, ქვესკნელის მბრძანებელი, მცენარის ძირთა და წიაღის სიმდიდრეთა უხილავი მეუფე. კრონოსის და რეას ძე, (ჰესიოდე, თეოგონია), ზევსის და პოსეიდონის ძმა. ტიტანების დამხობის შემდეგ ძმებმა ძალაუფლება გაიყვეს და ქვესკნელი ჰადესს ერგო. მიცვალებულთა სულების სამეფოს განაგებდა თავის ცოლთან პერსეფონესთან ერთად. ჰადესის წმინდა მცენარეებია კვიპაროზი და ნარგიზი. მსხვერპლად სწირავდნენ შავ ცხვარს. გამოსახავდნენ ზევსისა და პოსეიდონის მსგავსად, ოღონდ პირქუში სახისას, შუბლზე თმებჩამოყრილს და განიერ სამოსში, ხელში სულეთის გასაღებით და გვერდით ცერბერის გამოსახულებით. მეორე მნიშვნელობით: ქვესკნელის, მიცვალებულთა სამყოფელის სახელი. მას ჰყავდა სამთავიანი ძაღლი, რომელსაც გველის კუდი ჰქონდა და კარიბჭეს იცავდა, რათა სულები არ გაქცეულიყვნენ. ჰადესის სამეფოში იყო მდინარე მლეთე, რომელზეც იყო ნავით ადამიანი და სულები მდინარეზე გადაყავდა.. ამის გამო იგი გასამრჯელოს ითხოვდა და ამიტომ ბერძნები მიცვალებულებს თვალის გუგებზე მონეტას ადებდნენ.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/71/Hades-et-Cerberus-III.jpg/320px-Hades-et-Cerberus-III.jpg)