![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/86/Uyghur_language_geographical_extent.svg/langka-640px-Uyghur_language_geographical_extent.svg.png&w=640&q=50)
უიღურული ენა
შუა აზიის ენა / From Wikipedia, the free encyclopedia
უიღურული ენა (უიღ. ئۇيغۇرچە [Уйғурчә] ან უიღ. ئۇيغۇر تىلى [Уйғур тили], ჩინ.: 维吾尔语; ადრე ეწოდებოდა აღმოსალეთ თურქული) — ალთაურ ენათა ოჯახის თურქულ ენათა ჯგუფის ენა. მასზე საუბრობს დაახლოებით 8-11 მილიონზე მეტი ადამიანი, რომელთა უმეტესობაც წარმოადგენს უიღურებს. გავრცელებულია ძირითადად ჩინეთში სინძიანის რეგიონში, სადაც მას ოფიციალური სტატუსი აქვს. ასევე მნიშვნელოვანი რაოდენობა უიღურულზე მოსაუბრე ადამიანების ცხოვრობს ყაზახეთსა და ყირგიზეთში. აქვს სამი დიალექტი: ჩრდილო-დასავლური, სამხრეთული და აღმოსავლური. უიღურულ ენაში ჭარბადაა ჩინურიდან, რუსულიდან და სხვა მეზობელი ხალხების ენებიდან ნასესხები სიტყვები.
სწრაფი ფაქტები
უიღურული ენა ئۇيغۇرچە / ئۇيغۇر تىلى | |
გავრცელებულია | ჩინეთი (სინძიანი), ყაზახეთი |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 8 - 11 მლნ.[1] (2005–2007) |
ოფიციალური სტატუსი | ![]() |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ალთაური ენები
|
დამწერლობის სისტემა | უიღურული დამწერლობა |
ენის კოდები | ISO 639-1: ug ISO 639-2: uig ISO 639-3: uig |
რუკა | |
![]() ჩინეთში უიღურული ენის გავრცელების არეალი | |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-ug}} |
|
დახურვა