უეფა-ს ევროპა ლიგა
From Wikipedia, the free encyclopedia
უეფა-ს ევროპა ლიგა[1][2] (ინგლ. UEFA Europa League) — ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირი, რომელიც ტარდება უეფა-ს მიერ ევროპული საფეხბურთო კლუბების მონაწილეობით 1971 წლიდან. უეფა-ს ევროპა ლიგა ჩემპიონთა ლიგის შემდეგ რანგით ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია ევროპაში. კლუბების კვალიფიკაცია უეფა-ს ევროპა ლიგაზე დამოკიდებულია მათ შედეგებზე ეროვნული ლიგებისა და ადგილობრივი თასების შეჯიბრებებში. ტურნირის გამარჯვებული ავტომატურად გადის კვალიფიკაციას მომდევნო სეზონის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ევროპის ლიგა. |
დაარსდა |
1971 (2009 წლიდან ახლანდელ ფორმატში) |
---|---|
რეგიონი | ევროპა (უეფა) |
გუნდების რაოდენობა |
48 (ჯგუფური ეტაპი) +8 გუნდი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შემდგომ. 160 (სულ) |
ყველაზე ტიტულ. გუნდი | სევილია (6-ჯერ) |
მოქმედი გამარჯვებული | აინტრახტი ფრანკფურტი (2-ჯერ) |
ვებ-საიტი | ოფიციალური |
ტურნირი, უეფა-ს თასის სახელწოდებით, 1971 წელს დაარსდა და მან შეცვალა საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი, რომელიც 1955 წლიდან იმართებოდა. 1999 წელს უეფა-ს თასების მფლობელთა თასი გაუქმდა და გაერთიანდა უეფა-ს თასთან. 2004 წლიდან გათამაშებამ მიიღო ლიგის ფორმატი, გაუქმდა რა სრულად ოლიმპიური სისტემა და დაემატა ჯგუფური ეტაპი. 2009 წელს ტურნირს სახელი გადაერქვა და ეწოდა უეფა-ს ევროპა ლიგა.
სულ, ევროპა ლიგა 28 სხვადასხვა კლუბს აქვს მოგებული[3]. ტურნირის ისტორიაში, ყველაზე წარმატებული კლუბია „სევილია“, რომელმაც 5-ჯერ მოიგო ტიტული. მოქმედი გამარჯვებულია „ჩელსი“[4].