უბიხური ენა
From Wikipedia, the free encyclopedia
უბიხური ენა (უბიხ. tʷaχəbza, t°axəbza, თჿახჷბზა) — იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის აფხაზურ-ადიღური ჯგუფის უდამწერლობო, მკვდარი ენა. უბიხურად მეტყველი უკანასკნელი უბიხი — ტევფიკ ესენჩი გარდაიცვალა 1992 წლის 7 ოქტომბერს, თურქეთში.
სწრაფი ფაქტები
უბიხური ენა tʷaχəbza თჿახჷბზა | |
გავრცელებულია | თურქეთი |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | † |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | იბერიულ-კავკასიური ენები |
დამწერლობის სისტემა | კირილიცა, ლათინური დამწერლობა |
ენის კოდები | ISO 639-1: — ISO 639-2: uby ISO 639-3: uby |
რუკა | |
უბიხური ენის გავრცელების არეალი
|
დახურვა
უბიხური ენა ეკუთვნის აფხაზურ-ადიღურ ენათა ჯგუფს. ზოგი მკვლევარი ამ ჯგუფს მოიხსენიებს ჩრდილო-დასავლურად საპირისპიროდ ჩრდილო-ცენტრალური და ჩრდილო-აღმოსავლური ჯგუფებისა. სამივე ეს ჯგუფი ქართველურ ენებთან ერთად ქმნის იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახს.