ტევფიკ ესენჩი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტევფიკ ესენჩი (თურქ. Tevfik Esenç; დ. 1904 – გ. 7 ოქტომბერი 1992) — თურქეთის ჩერქეზული წარმოშობის მოქალაქე, რომელიც ცნობილია როგორც უბიხურ ენაზე მოლაპარაკე უკანასკნელი ადამიანი.[1] თავისუფლად ფლობდა უბიხურ, ადიღეურ და თურქულ ენებს.[2] 1992 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ უბიხური ენა გადაშენდა, მიუხედავათ მრავალი მეცნიერის მცდელობისა და მუშაობისა მის აღსადგენად. ესენჩის დამსახურებაა, რომ მსოფლიოში ამჟაად უბიხური ენისა და კულტურის შესახებ ცოდნა ვრცელი და დეტალურია.