ტოხარული ენები
From Wikipedia, the free encyclopedia
ტოხარული (ხანდახან ტოჩარული) ენები, ასევე ცნობილია როგორც არში-კუჩი, აგნეურ-კუჩეური ან კუჩეურ-აგნეური — ინდოევროპული ენების გამქრალი შტო, რომელზეც ტარიმის ღრმულის მცხოვრები ტოხარები საუბრობდნენ.[1] ეს ენა ცნობილია V-VIII საუკუნის მანუსკრიპტებით. რომლებიც აღმოჩენილია ტარიმის ღრმულის და ლოპის უდაბნოს ჩრდილოეთით მდებარე ოაზისებში (დღევანდელი ჩრდილო-დასავლეთი ჩინეთის უიღურთა ავტონომიური რაიონი სინძიანი). ადრეულ XX საუკუნეში ამ ენის აღმოჩენა ეწინააღმდეგებოდა მანამდე გავრცელებულ ინდოევროპული ენების აღმოსავლეთიდან დასავლეთით ცენტუმურ და სატემურ ენებად დაყოფის იდეას. ხელნაწერების აღმოჩენის შემდეგ თავიდან დაიწყო ენათა ამ ოჯახის კვლევა. ადრეული ავტორების მოსაზრება, რომ ანტიკური ბაქტრიაში (ტოხარისტანში) ცხოვრობდნენ ტოხარელები შეიცვალა, თუმცა დასახელება ტოხარიული შემორჩა და ასევე შემოთავაზებული იქნა ალტერნატილი აგნეური ან კუჩერული.[2][1]
ტოხარული | |
გავრცელებულია | ლოულანის სამეფო |
ოფიციალური სტატუსი | გამქრალი (IX საუკუნე) |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდოევროპული ენები
|
დამწერლობის სისტემა |
|
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-xto}} |
|
დოკუმენტები შექმნილია ორ ერთმანეთთან ახლოს მდგარ ენაზე. ტოხარული A (ასევე აღმოსავლეთ ტოჩარული, აგნეური ან ტურფანული) და ტოხარული B (დასავლეთ ტოხარული ან კოჩიური). ტოხარული A არის უფრო ძველი დაგამოიყენებოდა ბუდისტურ ლიტურგიულ ტექსტებში, ხოლო ტოხარული B აქტიურად გამოიყენებოდა სასაუბროდ მთელს ტერიტორიაზე აღმოსავლეთით ტურფანიდან დასავლეთით ტუმშუკამდე. ლობნორის აუზში აღმოჩენილმა პრაკრიტულმა ტექსტებმა მრავალი ნასესხები სიტყვებით, გააჩინა ეჭვი ტოხარული C-ს არსებობის შესახებ. ასევე იყო მოსაზრება ხაროშთიში აღმოჩენილი ტექსტების ტოხარული C-ს კლასიფიცირების, თუმცა საბოლოოდ ეს ვარიანტები არ დადასტურდა.[3]
უძველესი აღმოჩენილი ტოხარული B-ზე შესრულებული ხელნაწერები თარიღდება V ან გვიან IV საუკუნით, რაც ამ ენას გვიან ანტიკურ პერიოდს სხვა ისეთ ენებთან ერთად მიაკუთვნებს როგორიცაა: გოთური ან ძველი სომხური.[4]