ტარია ტურუნენი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტარია ტურუნენი — ფინელი (ეთნიკურად ბალტიისპირელ-ფინელი) საოპერო, სრული ლირიკული სოპრანო, მომღერალი, პიანისტი და კომპოზიტორი. იგი დაიბადა 1977 წლის 17 აგვისტოს. ტარიას გამოშვებული აქვს ხუთი სოლო ალბომი. ის ცნობილია როგორც სიმფონიურ-პაუერ მეტალ ჯგუფ Nightwish-ის ყოფილი ლიდერი ვოკალისტი. Nightwish 1996 წელს დააარსეს ტარიამ და მისმა მეგობრებმა, ტუომას ჰოლოპაინენმა და ემპუ ვუორინენმა. ჯგუფის პირველი ალბომი იყო Angels Fall First, რომელიც გამოვიდა 1997 წლის 1 ნოემბერს. ტარიამ ჯგუფი დატოვა 2005 წლის 22 ოქტომბერს, ცხრაწლიანი მუშაობის შემდეგ, ტურ „Once upon a Tour“-ის ბოლოს.
ტარია ტურუნენი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ტარია სოილ სუზანა ტურუნენი |
დაბ. თარიღი | 17 აგვისტო, 1977 (1977-08-17) (46 წლის) |
დაბ. ადგილი | Puhos, კიტეე |
წარმოშობა | კიტეე, ფინეთი |
ჟანრ(ებ)ი | სიმფონიური მეტალი, სიმფონიური როკი, კლასიკური მუსიკა, ოპერა, შერეული ჟანრები |
საქმიანობა | მომღერალი, მუსიკოსი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ფორტეპიანო, ფლეიტა, დასარტყმელი საკრავები |
აქტიური | 1996 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Universal, Spinefarm, Nuclear Blast, Roadrunner, NEMS Enterprises, Century Media, Drakkar Entertainment |
საიტი | tarjaturunen.com |
ტარია ტურუნენი ვიკისაწყობში |
2006 წელს, ტურუნენმა გამოუშვა საახალწლო ალბომი, Henkäys Ikuisuudesta, რის შემდეგაც, 25 ნოემბრიდან 26 დეკემბრამდე გამართა კლასიკური ტური. 2007 წელს, ტარიამ გამოუშვა My Winter Storm, რომელიც შეიცავს სხვადასხვა ჟანრებს, სიმფონიურ მეტალს, გოთიკურ მეტალს, კლასიკას და სხვ. მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა ამ ალბომის 500,000 ასლი, ხოლო Nightwish-ის ალბომები მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა 5,5 მილიონი ასლის ოდენობით. ალბომის ტური, Storm World Tour, დაიწყო 2007 წლის 25 ნოემბერს და 2009 წლის 19 ოქტომბერს, ლონდონში დასრულდა.
What Lies Beneath, მომღერლის დღეისათვის ბოლო სოლო-ალბომი, 2010 წლის 3 სექტემბერს გამოვიდა. 2010 წლის 19 ივლისს გამოვიდა ამ ალბომის პირველი სინგლი, „Falling Awake“, ხოლო ოფიციალური სინგლი Until My Last Breath გამოვიდა 16 აგვისტოს.
ტარიას მიღებული აქვს 50-ზე მეტი პლატინისა და ოქროს დისკი; მისი გაყიდული ჩანაწერების რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით თითქმის 6 მილიონ ასლს შეადგენს.