![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/6c/Soprano_C_to_C.svg/langka-640px-Soprano_C_to_C.svg.png&w=640&q=50)
სოპრანო
From Wikipedia, the free encyclopedia
სოპრანო — ქალის ყველაზე მაღალი ხმა, რომელსაც ყველაზე დიდი ვოკალური დიაპაზონი აქვს ყველა ხმას შორის. სოპრანოს ხმის დიაპაზონი (სამეცნიერო სანოტო აღნიშვნით) დაახლოებით C (C4) = 261 ჰც -დან "მაღალ A" (A5) = 880 ჰც -მდეა საგუნდო მუსიკაში, ან "სოპრანო C" (C6, შუა C-ზე ორი ოქტავით მაღლა) = 1046 ჰც ან უფრო მაღლა საოპერო მუსიკაში. ოთხნაწილიან ქორალის სტილის ჰარმონიაში სოპრანო უმაღლეს ხმას იღებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში მელოდიას უწევს თანხლებას .სოპრანოები ოპერაში მთავარ პარტიებს ასრულებენ, მაგრამ მათ თანამედროვე მუსიკაშიც ხშირად ვხვდებით. სოპრანოს ხმის ტიპი ძირითადად არსებობს რამდენიმე სახის, ესენია: კოლორატურული სოპრანო, ლირიკული სოპრანო და დრამატული სოპრანო.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/52/Soprano_voice_range_on_keyboard.svg/220px-Soprano_voice_range_on_keyboard.svg.png)
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/6c/Soprano_C_to_C.svg/220px-Soprano_C_to_C.svg.png)