From Wikipedia, the free encyclopedia
ტაივანის ეკონომიკა მაღალგანვითარებული საბაზრო ეკონომიკაა. იგი აზიაში მე-5, ხოლო მსოფლიოში მე-15 ადგილზეა მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით ტაივანი მოწინავე ეკონომიკების ჯგუფს, [1] ხოლო მსოფლიო ბანკის მიხედვით მაღალშემოსავლიანი ეკონომიკის ჯგუფს მიეკუთვნება.[2] ტაივანი მსოფლიოში პირველ ადგილზეა ტექნოლოგიურად მოწინავე კომპიუტერული მიკროქსემების ბაზრით.[3][4][5]
1949 წელს კონტინენტურ ჩინეთზე ჩინეთის კომუნისტური პარტიის ძალაუფლების დამყარების შემდეგ გომინდანის 2 მილიონამდე მხარდამჭერი კუნძულზე გადასახლდა.[6][7][8]
საერთაშორისო ვაჭრობას ოფიციალურად უჭერს მხარს ტაივანის საგარეო ვაჭრობის განვითარების საბჭო. ჩინეთის რესპუბლიკის ტაივანის ცენტრალური ბანკის ფინანსური პოლიტიკისა და სამეწარმეო უპირატესობების გამო, 1997 წლის აზიის ფინანსურმა კრიზისმა ტაივანის ეკონომიკა რეგიონის სხვა სახელმწიფოებთან შედარებით ნაკლებად დააზარალა.
ტაივანს ჩინეთთან, იაპონიასთან, აშშ-თან, ევროპის კავშირთან და ჰონგ-კონგთან არაერთი სავაჭრო შეთანხმება აქვს დადებული. 2010 წლის მონაცემებით ტაივანის ხუთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი სწორედ ზემოთ ფჩამოთვლილი სახელმწიფოები არიან.[9][10] ტაივანს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს ერთ ქალზე შობადობის მიხედვით. ქვეყანაში მაღალია საცხოვრებლის ფასები. მოწინავე ეკონომიკის მქონე სხვა სახელმწიფოებთან შედარებით ტაივანის მოსახლეობის რაოდენობა უფრო სწრაფად იკლებს.[11][12][13]
კუნძულოვანი ეკონომიკის მქონე ტაივანი ბუნებრივი რესურსებით არ არის მდიდარი და შედარებით დაბალი შიდა ერთობლივი მოთხოვნის გამო ტაივანის ადამიანური რესურსები, რომლებიც განათლების მაღალი დონით გამოირჩევიან,[14] საერთაშორისო ვაჭრობის გაფართოებას ინოვაციური მენეჯმენტით უზრუნველყოფენ.[15][16][17][18][19]
ტაივანი, როგორც დამოუკიდებელი ეკონომიკა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდა როგორც „ტაივანის, პენგჰუს, კინმენისა და მაცუს განცალკევებული საბაჟო ტერიტორია“ (ხშირად შემოკლებით „ჩინური ტაიპეის“ სახელწოდებით მოიხსენიებენ). 2011 წელს Business Environment Risk Intelligence-მა ტაივანი ინვესტირების გარემოს მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილზე დაასახელა.[20]
ტაივანი აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის წევრია. როგორც ჩინური ტაიპეი, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა და საერთაშორისო ენერგიის სააგენტოს დამკვირვებელი წევრია.[21] ტაივანი საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრიცაა..[22] 2010 წლის 29 ივნისს ტაივანმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ეკონომიკური თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმებას მოაწერა ხელი. ტაივანს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები აქვს დადებული სინგაპურთან და ახალ ზელანდიასთან.[23][24]
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, ტაივანს მსოფლიოს 140 სახელმწიფოს შორის მე-13 ადგილი ეკავა, ხოლო 2019 წლის ანგარიშის მიხედვით მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის მე-12 ადგილი უკავია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 24 971.4 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ქვეყნის მშპ მსოფლიოს მშპ-ის 0.93%-ია. ათწლიანი საშუალო წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 3%-ის ტოლია. განახლებადი ენერგიის მოხმარების წილი 2.1%-ია.
ინსტიტუტების მაჩვენებლებით ტაივანი 24-ე ადგილზეა: უსაფრთხოების დონით ქვეყანას 30-ე ადგილი უკავია, სოციალური კაპიტალის დონით ― 28-ე, ჩეკებისა და ბალანსების დონით ― 26-ე, საჯარო სექტორის საქმიანობით ― 33-ე, გამჭვირვალობით ― 29-ე, საკუთრების უფლებებით ― მე-12, კორპორატიული მმართველობით ― მე-8, მთავრობის სამომავლო ორიენტაციით ― 47-ე.
ინფრასტრუქტურის მაჩვენებლებით ტაივანს მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის მე-16 ადგილი უკავია: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიხედვით ― მე-13, ხოლო კომუნალური ინსფრასტრუქტურით ― მე-40. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისების მიხედვით ტაივანი მე-11 ადგილზეა. ქვეყანა მაკროეკონომიკურად ძალიან სტაბილურია. 32 სახელმწიფოსთან ერთად პირველ ადგილს იკავებს.: ინფლაციის დონე 1.3%-ია, ხოლო ვალების დინამიკის ინდექსი 100-ს უტოლდება.
სასაქონლო ბაზრის მიხედვით ტაივანი მე-14 ადგილზეა: შიდა კონკურენციით მე-12-ე ადგილს იკავებს, ხოლო ვაჭრობის ღიაობით ― 26-ს; შრომის ბაზრის მიხედვით ― მე-15 ადგილზეა: მოქნილობის ინდექსით ― მე-13, ხოლო მერიტოკრატიისა და ინიციატივების მხარდაჭერით ― მე-18.
ტაივანში ძალიან კარგადაა განვითარებული საფინანსო სისტემა (მე-6ადგილი): სიღრმით მე-5, ხოლო სტაბილურობით მე-19 ადგილზეა. ბაზრის ზომით ქვეყანა მე-19 ადგილს იკავებს. ტაივანში კარგადაა განვითარებული ბიზნესის დინამიკის მაჩვენებლები (მე-20 ადგილი): ადმინისტრაციული მოთხოვნილებებით 22-ე ადგილს იკავებს, ხოლო სამეწარმეო კულტურით ― 26-ს.[25]
ქვემოთ მოცემულ ცხრილში 1980–2019 წლებში ტაივანის ეკონომიკური ინდიკატორებია წარმოდგენილი (2020–2025 წლებისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზები).[26] 2%-ზე ნაკლები ინფლაცია მწვანედაა მოცემული.
წელი | ეკონომიკური ზრდა (%) | -- | მშპ ერთ სულ მოსახლეზე (აშშ) | ზრდა (%) |
---|---|---|---|---|
1951 | - | -- | 154 | - |
1952 | 12.00 | -- | 208 | 35.06 |
1953 | 9.49 | -- | 178 | -14.42 |
1954 | 9.64 | -- | 188 | 5.62 |
1955 | 7.72 | -- | 216 | 14.89 |
1956 | 6.17 | -- | 151 | -30.09 |
1957 | 7.81 | -- | 170 | 12.58 |
1958 | 7.68 | -- | 185 | 8.82 |
1959 | 8.81 | -- | 140 | -24.32 |
1960 | 7.20 | -- | 163 | 16.43 |
1961 | 7.05 | -- | 161 | -1.23 |
1962 | 8.93 | -- | 172 | 6.83 |
1963 | 10.74 | -- | 189 | 9.88 |
1964 | 12.63 | -- | 214 | 13.23 |
1965 | 11.89 | -- | 229 | 7.01 |
1966 | 9.63 | -- | 249 | 8.73 |
1967 | 11.15 | -- | 281 | 12.85 |
1968 | 9.71 | -- | 319 | 13.52 |
1969 | 9.59 | -- | 357 | 11.91 |
1970 | 11.51 | -- | 397 | 11.20 |
1971 | 13.43 | -- | 451 | 13.60 |
1972 | 13.87 | -- | 530 | 17.52 |
1973 | 12.83 | -- | 706 | 33.21 |
1974 | 2.67 | -- | 934 | 32.29 |
1975 | 6.19 | -- | 985 | 5.46 |
1976 | 14.28 | -- | 1,158 | 17.56 |
1977 | 11.41 | -- | 1,330 | 14.85 |
1978 | 13.56 | -- | 1,606 | 20.75 |
1979 | 8.83 | -- | 1,950 | 21.42 |
1980 | 8.04 | -- | 2,389 | 22.51 |
1981 | 7.10 | -- | 2,720 | 13.86 |
1982 | 4.81 | -- | 2,699 | -0.77 |
1983 | 9.02 | -- | 2,903 | 7.56 |
1984 | 10.05 | -- | 3,224 | 11.06 |
1985 | 4.81 | -- | 3,314 | 2.79 |
1986 | 11.51 | -- | 4,036 | 21.79 |
1987 | 12.75 | -- | 5,350 | 32.56 |
1988 | 8.02 | -- | 6,370 | 19.07 |
1989 | 8.72 | -- | 7,613 | 19.51 |
1990 | 5.54 | -- | 8,205 | 7.78 |
1991 | 8.37 | -- | 9,125 | 11.21 |
1992 | 8.31 | -- | 10,768 | 18.01 |
1993 | 6.81 | -- | 11,242 | 4.40 |
1994 | 7.50 | -- | 12,150 | 8.08 |
1995 | 6.50 | -- | 13,119 | 7.98 |
1996 | 6.18 | -- | 13,641 | 3.98 |
1997 | 6.05 | -- | 14,020 | 2.78 |
1998 | 4.20 | -- | 12,820 | -8.56 |
1999 | 6.73 | -- | 13,804 | 7.68 |
2000 | 6.31 | -- | 14,908 | 8.00 |
2001 | -1.40 | -- | 13,397 | -10.14 |
2002 | 5.48 | -- | 13,686 | 2.16 |
2003 | 4.22 | -- | 14,066 | 2.78 |
2004 | 6.95 | -- | 15,317 | 8.89 |
2005 | 5.38 | -- | 16,456 | 7.44 |
2006 | 5.77 | -- | 16,934 | 2.90 |
2007 | 6.85 | -- | 17,757 | 4.86 |
2008 | 0.80 | -- | 18,081 | 1.82 |
2009 | -1.61 | -- | 16,933 | -6.35 |
2010 | 10.25 | -- | 19,197 | 13.37 |
2011 | 3.67 | -- | 20,866 | 8.69 |
2012 | 2.22 | -- | 21,295 | 2.06 |
2013 | 2.48 | -- | 21,973 | 3.18 |
2014 | 4.72 | -- | 22,874 | 4.10 |
2015 | 1.47 | -- | 22,780 | -0.41 |
2016 | 2.17 | -- | 23,091 | 1.37 |
2017 | 3.31 | -- | 25,080 | 8.61 |
2018 | 2.75 | -- | 25,792 | 2.84 |
2019 | 2.71 | -- | 25,909 | 0.45 |
2020 | 3.11 | -- | 28,383 | 9.5 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.