From Wikipedia, the free encyclopedia
ტაივანის ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ინდუსტრია და შემოსავლის წყაროა. 2015 წლისთვის ტაივანმა დაახლოებით 10 მილიონი საერთაშორისო ტურისტი მიიღო.[1] ტურიზმთან დაკავშირებულ საკითხებს ტაივანის ტურიზმის ბიურო და ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო განაგებს.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017 წლის მოხსენების მიხედვით, მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსით (4.5 ქულა) ტაივანი მსოფლიოს 136 ქვეყანას შორის 30-ე ადგილზეა.2015 წელთან შედარებით ტაივანმა სიაში 2 ადგილით მაღლა აინაცვლა.[2] 2017 წელს ტაივანს 10 439 785 საერთაშორისო ტურისტი ეწვია, ხოლო საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 14 387 000 000$-ს გაუტოლდა, რაც საშუალოდ ყოველი ტურისტის მიერ დახარჯულ 1 378.1$-ს უდრის. მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორში 295 005 სამუშაო ადგილია შექმნილი, რაც მთლიანი სამუშაო ადგილებიის 2.3%-ს შეადგენს. საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მთლიანი შიდა პროდუქტის 1.8%-ია.[3] ტაივანს საუკეთესო მაჩვენებლები სახმელეთო და საზღვაო ინფრასტრუქტურის (მე-16 ადგილი, 5.2 ქულა) და ადამიანური რესურსებისა და შრომის ბაზრის (მე-19 ადგილი, 5.3 ქულა) სვეტებში აქვს, ხოლო ყველაზე ცუდი გარემოს მდგრადობის შენარჩუნებისა (75-ე ადგილი, 4.1 ქულა) და მოგზაურობისა და ტურიზმის პრიორიტიზაციის (56-ე ადგილი, 5.4 ქულა) სვეტებში.[4]
ტაივანში უამრავი ტურისტული დანიშნულების ადგილია.მთავარ ეროვნულ სიმბოლოებს შორის აღსანიშნავია:
სიამოვნებისა და რეკრეაციის მიზნით ტაივანში ჩასულ საერთაშორისო ტურისტთა პირველი თორმეტეული:
ადგილი | ქვეყანა / ტერიტორია | 2016 |
---|---|---|
1 | ჩინეთი | 2,845,547 |
2 | ჰონგ-კონგი და მაკაო | 1,397,233 |
3 | იაპონია | 1,379,233 |
4 | სამხრეთი კორეა | 693,224 |
5 | მალაიზია | 339,710 |
6 | სინგაპური | 292,240 |
7 | აშშ | 166,044 |
8 | ტაილანდი | 110,116 |
9 | კანადა | 54,987 |
10 | ფილიპინები | 48,198 |
11 | ვიეტნამი | 36,839 |
12 | ინდონეზია | 32,868 |
წყარო: ტაივანის ტურიზმის ბიურო [6][1][7][8] |
ნებისმიერი მიზნით ტაივანში ჩასულ საერთაშორისო ტურისტთა პირველი თორმეტეული:
ადგილი | ქვეყანა / ტერიტორია | 2017 | 2016 | 2015 | 2014 | 2013 |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ჩინეთი | 2,732,549 | 3,511,734 | 4,184,102 | 3,987,152 | 2,874,702 |
2 | იაპონია | 1,898,854 | 1,895,702 | 1,627,229 | 1,634,790 | 1,421,550 |
3 | ჰონგ-კონგი მაკაო | 1,692,063 | 1,614,803 | 1,513,597 | 1,375,770 | 1,183,342 |
4 | სამხრეთი კორეა | 1,054,708 | 884,397 | 658,757 | 527,684 | 351,301 |
5 | აშშ | 561,365 | 523,888 | 479,452 | 458,691 | 414,060 |
6 | მალაიზია | 528,019 | 474,420 | 431,481 | 439,240 | 394,326 |
7 | სინგაპური | 425,577 | 407,267 | 393,037 | 376,235 | 364,733 |
8 | ვიეტნამი | 383,329 | 196,636 | 146,380 | 137,177 | 118,467 |
9 | ტაილანდი | 292,534 | 195,640 | 124,409 | 104,812 | 104,138 |
10 | ფილიპინები | 290,784 | 172,475 | 139,217 | 136,978 | 99,698 |
11 | ინდონეზია | 189,631 | 188,720 | 177,743 | 182,704 | 171,299 |
12 | კანადა | 117,687 | 106,197 | 90,666 | 88,601 | 72,693 |
ჯამი | 10,739,601 | 10,690,279 | 10,439,785 | 9,910,204 | 8,016,280 | |
წყარო: ტაივანის ტურიზმის ბიურო [1][7][8] |
2015 ტაივანელთა 87%-მა ქვეყნის შიგნით იმოგზაურა. ყველაზე პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილი კენდინის ეროვნული პარკი იყო. შვებულების დროს თითოეულმა ვიზიტორმა საშუალოდ 9 323 ახალი ტაივანური დოლარი დახარჯა.[9]
2013 წელს ტურიზმის სექტორიდან პირდაპირი და არაპირდაპირი სახით მიღებული შემოსავალი 366.8 მილიარდ ახალ ტაივანურ დოლარს (12.3$ მილიარდი) გაუტოლდა, რაც წინა წელთან შედარებით 4.7%-ით მეტია. თუმცა 2012 წელთან შედარებით ყველი ტურისტის მიერ საშუალოდ დღიურად დახარჯული თანხა 4.37%-ით ნაკლები იყო - 224.07$.[10]
2015 წელს თითეულმა ტურისტმა ტაივნაში საშუალოდ 6.63 ღამე დაჰყო.
ტურისტების უმეტესი ნაწილი ტაივანში საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით ჩადის. ყველაზე დიდი აეროპორტი - ტაოიუანის საერთაშორისო აეროპორტი ყველაზე მეტ ტურისტს ემსახურება. საერთაშორისო ტურისტებს ასევე ემსახურება: გაოსიუნის საერთაშორისო აეროპორტი სამხრეთ ტაივანში, ტაიჩანის აეროპორტი ცენტრალურ ტაივანში და ტაიპეის სუნშანის აეროპორტი ცენტრალურ ტაიბეიში.
ტურისტებს კუნძულის გარშემო მოგზაურება ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობის გამოყენებით შეუძლიათ. პოპულარულ სახმელეთო ტრანსპორტის სახეობებს შორისაა ტაივანის მაღალი სიჩქარის რკინიგზა, მეტროპოლიტენები: ტაიბეის მეტროპოლიტენი, ტაოიუანის მეტროპოლიტენი და გაოსიუნის მეტროპოლიტენი. პოპულარულია ტაქსი და ტურისტული ავტობუსები („ტაივანის ტურისტული შატლები“).[11]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.