From Wikipedia, the free encyclopedia
სტივენ ჰარდუეი მორისი (დ. სტივლენდ ჰარდუეი ჯადკინსი, 13 მაისი, 1950),[3], უფრო მეტად ცნობილი ფსევდონიმით სტივი უანდერი (ინგლ. Stevie Wonder) — ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი და მულტი-ინსტრუმენტალისტი. ვუნდერკინდი სტივი ითვლება მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის კრიტიკოსების მიერ აღიარებულ და კომერციულად წარმატებულ ერთ-ერთ მუსიკოსად.[4] მისი კარიერა დაიწყო 11 წლის ასაკში, როდესაც Motown-ის ლეიბლ Tamla-სთან კონტრაქტი გააფორმა[4]. უანდერი სახელი Motown-ს დღემდე უკავშირდება. მუსიკოსი დაბადებიდან მცირე პერიოდის შემდეგ სამუდამოდ დაბრმავდა.[5]
სტივი უანდერი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | სტივლენდ ჰარდუეი ჯადკინსი |
აგრეთვე ცნობილი როგორც |
სტივლენდ ჰარდუეი მორისი (იურიდიული) პატარა სტივი უანდერი (სასცენო, ადრეული) |
დაბ. თარიღი | 13 მაისი, 1950 |
დაბ. ადგილი | საგინოუ, მიჩიგანი, აშშ |
ეროვნება | აფრო-ამერიკელები[1] [2] |
ჟანრ(ებ)ი | |
საქმიანობა |
|
ინსტრუმენტ(ებ)ი |
|
აქტიური | 1961–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
|
ხელმოწერა | |
საიტი | steviewonder.net |
სტივი უანდერი ვიკისაწყობში |
სტივის ცნობილ და პოპულარულ სინგლებს შორის არის „Signed, Sealed, Delivered I'm Yours“, „Superstition“, „Sir Duke“, „You Are the Sunshine of My Life“ და „I Just Called to Say I Love You“, ხოლო ალბომებიდან ყველაზე ცნობილია Talking Book, Innervisions და Songs in the Key of Life.[4] მის მიერ ჩაწერილი სიმღერებიდან 30-ზე მეტი აშშ-ის ჩარტების ათეულში მოხვდა და მიიღო 25 გრემი. მსოფლიოში გაყიდულია უანდერის 100 მილიონზე მეტი დისკი, რითაც იგი 60 ყველაზე გაყიდვადი შემსრულებლის სიაშიც შედის.[6] სტივი აგრეთვე ცნობილია, როგორც პოლიტიკური აქტივისტი. იგი მონაწილეობდა 1980 წლის კამპანიაში, რომლის ინიციატორებიც ითხოვდნენ, მარტინ ლუთერ კინგის დაბადების დღეს მინიჭებოდა დღესასწაულის სტატუსი.[7] 2009 წელს სტივი გახდა გაერთიანებული ერების მშვიდობის დესპანი.[8] 2013 წელს „ბილბორდმა“ დაბეჭდა ყველა დროის შემსრულებლების საიუბილეო ასეული, რომელშიც უანდერი მეექვსე ადგილს იკავებდა[9].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.