სტივ ბიკო
აპარტეიდის საწინააღმდეგო აქტივისტი სამხრეთ აფრიკაში (1946-1977 წწ.) / From Wikipedia, the free encyclopedia
სტივ ბიკო (კოს. Steve Biko, სრული სახელი — სტივენ ბანტუ ბიკო კოს. Stephen Bantu Biko, დ. 18 დეკემბერი 1946, კინგ-უილიამზ-ტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა — გ. 12 სექტემბერი, 1977, პრეტორია)[1] — ანტი-აპართეიდის აქტივისტი სამხრეთ აფრიკაში XX საუკუნის 60-70-იან წლებში. როგორც სტუდენტთა ლიდერმა, მან დააარსა შავკანიანთა თვითშეგნების მოძრაობა, სტიმული მისცა და მობილიზება გაუწია რა ქალაქურ შავკანიან მოსახლეობას. პოლიციელთა ხელში გარდაცვალების შემდეგ ის ანტიაპართეიდის მოძრაობაში მოწამედ მოიხსენიება.[2]
სიცოცხლის განმავლობაში, მისი წერილებისა და აქტივიზმის მეშვეობით ის ცდილობდა შავკანიანებისთვის ძალა მიეცა. სახელი გაითქვა დევიზით „შავი ლამაზია“ (ინგლ. „black is beautiful“), რომლის მნიშვნელობა მან ასე აღწერა: „შენ მისაღები ხარ ისეთი, როგორიც ხარ, შეხედე საკუთარ თავს, როგორც ჰუმანურ არსებას“ (ინგლ. „man, you are okay as you are, begin to look upon yourself as a human being“.[3] მიუხედავად დაპირისპირებისა აფრიკის ეროვნულ კონგრესსა და ბიკოს შორის 1970-იანი წლების განმავლობაში, აეკ-მა ბიკო წინააღმდეგობის გმირთა პანთეონში შეიყვანა, მისი გამოსახულება კი სამხრეთ აფრიკის პირველ არარასობრივ არჩევნებში გამოიყენა 1994 წელს.[4]