![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/b/b0/Montage_of_Pretoria.jpg/640px-Montage_of_Pretoria.jpg&w=640&q=50)
პრეტორია
From Wikipedia, the free encyclopedia
პრეტორია (ინგლ. Pretoria, აფრ. Pretoria) — ქალაქი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. გაუტენგის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. აფრიკის ერთ-ერთი თანამედროვე ქალაქი. იგი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სამი დედაქალაქიდან ერთ-ერთია და ასრულებს ადმინისტრაციულ ფუნქციას (ქალაქში მდებარეობს ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლება). დე ფაქტო ქვეყნის ეროვნული დედაქალაქია. 2011 წლის აღწერის მონაცემებით უშუალოდ ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა, რომლის ფართობია 687,54 კმ², შეადგენს 741 651 ადამიანს.[1] იმავე მონაცემებით პრეტორიის აგლომერაციის მოსახლეობის რაოდენობა, რომლის ფართობია 6297,83 კმ², შეადგენს 2 921 488 ადამიანს.[2]
დედაქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
პრეტორია ინგლ. Pretoria აფრ. Pretoria | |||||
![]() პრეტორიის ხედები | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
დაქვემდებარება | ფაქტობრივი დედაქალაქი | ||||
პროვინცია | გაუტენგიგაუტენგი | ||||
ოლქი | ცვანე | ||||
კოორდინატები | 25°45′12″ ს. გ. 28°11′13″ ა. გ. | ||||
მმართველი | Cilliers Brink | ||||
დაარსდა | 1855 | ||||
ფართობი | 687,54 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 1339 მ | ||||
მოსახლეობა | 741 651 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 1078,70 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 2 921 488 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 012 | ||||
საფოსტო ინდექსი | 0002 | ||||
ოფიციალური საიტი | tshwane.gov.za tshwane.gov.za/Pages/default.aspx tshwane.gov.za | ||||
პრეტორია შედის საქალაქო ოლქ ცვანეს შემადგენლობაში და ამიტომ მას ზოგჯერ არასწორად უწოდებენ ცვანეს (ტსვანა, ტშვანე). ქალაქის დასახელების საკითხი ჯერ კიდევ გადაწყვეტის მდგომარეობაშია.
თავიდან ქალაქს ერქვა პრეტორია ფილადელფია («ძმური სიყვარულის პრეტორია»)[3].