![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3d/Stefan_Edberg.jpg/640px-Stefan_Edberg.jpg&w=640&q=50)
სტეფან ედბერგი
From Wikipedia, the free encyclopedia
სტეფან ბენგტ ედბერგი (შვედ. Stefan Bengt Edberg; დ. 19 იანვარი, 1966, ვესტერვიკი, შვედეთი) — შვედი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.
![]() ედბერგი 2009 წელს | |||||||||||||
სრული სახელი | სტეფან ბენგტ ედბერგი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მშობლიური სახელი | Stefan Bengt Edberg | ||||||||||||
ქვეყანა (სპორტი) |
![]() | ||||||||||||
საცხოვრებელი ადგილი | ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო | ||||||||||||
დაიბადა |
19 იანვარი, 1966 (1966-01-19) (58 წლის) ვესტერვიკი, შვედეთი | ||||||||||||
სიმაღლე | 188 სმ. | ||||||||||||
პროფესიონალი | 1983 | ||||||||||||
კარიერა დაასრულა | 1996 | ||||||||||||
თამაში | მემარჯვენე | ||||||||||||
ფულადი პრიზი | 20,630,941 აშშ დოლარი | ||||||||||||
დიდების დარბაზი | 2004 (წევრის გვერდი) | ||||||||||||
ერთეულები | |||||||||||||
კარიერის ჩანაწერები | 801–270 (74.79%) | ||||||||||||
ტიტულები კარიერაში | 41 | ||||||||||||
უმაღლესი რეიტინგი | 1-ლი (13 აგვისტო, 1990) | ||||||||||||
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები | |||||||||||||
ავსტრალიის ღია პირველობა | გამარჯვება (1985, 1987) | ||||||||||||
საფრანგეთის ღია პირველობა | ფინალი (1989) | ||||||||||||
უიმბლდონი | გამარჯვება (1988, 1990) | ||||||||||||
აშშ-ის ღია პირველობა | გამარჯვება (1991, 1992) | ||||||||||||
სხვა ტურნირები | |||||||||||||
ტურის ფინალი | გამარჯვება (1989) | ||||||||||||
დიდი სლემის თასი | ნახევარფინალი (1993) | ||||||||||||
WCT-ის ფინალი | ფინალი (1988) | ||||||||||||
ოლიმპიური თამაშები | ნახევარფინალი (1988) | ||||||||||||
წყვილები | |||||||||||||
კარიერის ჩანაწერები | 283–153 (64.91%) | ||||||||||||
ტიტულები კარიერაში | 18 | ||||||||||||
უმაღლესი რეიტინგი | 1-ლი (9 ივნისი, 1986) | ||||||||||||
დიდი სლემის წყვილთა შედეგები | |||||||||||||
ავსტრალიის ღია პირველობა | გამარჯვება (1987, 1996) | ||||||||||||
საფრანგეთის ღია პირველობა | ფინალი (1986) | ||||||||||||
უიმბლდონი | ნახევარფინალი (1987) | ||||||||||||
აშშ-ის ღია პირველობა | გამარჯვება (1987) | ||||||||||||
წყვილთა სხვა ტურნირები | |||||||||||||
ტურის ფინალი | გამარჯვება (1985, 1986) | ||||||||||||
ოლიმპიური თამაშები | ნახევარფინალი (1988) | ||||||||||||
გუნდური შეჯიბრები | |||||||||||||
დეივისის თასი | გამარჯვება (1984, 1985, 1987, 1994) | ||||||||||||
მედლები
| |||||||||||||
ბოლოს განახლდა: 19 ოქტომბერი 2018. |
ედბერგს 6 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული – 2 ავსტრალიის ღია პირველობა, 2 უიმბლდონი და 2 აშშ-ის ღია პირველობა. მან ასევე მოიგო 1 წლის შემაჯამებელი ტურნირი. ჯამში მას ATP-ის 41 ტიტული აქვს ერთეულებში მოგებული. ედბერგი 72 კვირის განმავლობაში იკავებდა ჩოგბურთელთა რეიტინგში პირველ ადგილს.
წყვილებში ედბერგმა ორჯერ მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა და ერთხელ აშშ-ის ღია პირველობა. იგი წყვილთა რეიტინგშიც იკავებდა პირველ ადგილს 15 კვირით.
ოლიმპიურ თამაშებზე, ედბერგმა 1-1 ოლიმპიური ბრინჯაოს მედლები მოიპოვა ერთეულებში და წყვილებში. სანაკრებო დონეზე, მან 4 დეივისის თასი მოიგო შვედეთის ნაკრებთან ერთად.
შვედმა კარიერა 1996 წელს დაასრულა. 2004 წელს, ედბერგი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.
2013 წლის დეკემბერში, ედბერგი როჯერ ფედერერის მწვრთნელი გახდა[1]. მისი დახმარებით, ფედერერი 3-ჯერ გავიდა დიდი სლემის ტურნირების ფინალში, მოიგო 3 მასტერსის ტიტული და 1 დეივისის თასი. 2015 წლის ბოლოს ედბერგმა და ფედერერმა დაასრულეს თანამშრომლობა[2].