![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/bd/Federer_WM16_%252837%2529_%252828136155830%2529.jpg/640px-Federer_WM16_%252837%2529_%252828136155830%2529.jpg&w=640&q=50)
როჯერ ფედერერი
შვეიცარიელი ჩოგბურთელი / From Wikipedia, the free encyclopedia
როჯერ ფედერერი (Roger Federer; დ. 8 აგვისტო, 1981, ბაზელი, შვეიცარია) — შვეიცარიელი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი. ჩოგბურთელების და ექსპერტების დიდი ნაწილი მას ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელად მიიჩნევს[lower-alpha 1].
![]() ფედერერი 2016 წლის უიმბლდონზე | |||||||||||||
ქვეყანა (სპორტი) |
![]() | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
საცხოვრებელი ადგილი |
ვალბელა, შვეიცარია დუბაი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები ვოლერაუ, შვეიცარია ბოტმინგენი, შვეიცარია ობერვილი, შვეიცარია | ||||||||||||
დაიბადა |
8 აგვისტო, 1981 (1981-08-08) (42 წლის) ბაზელი, შვეიცარია | ||||||||||||
სიმაღლე | 185 სმ.[1] | ||||||||||||
პროფესიონალი | 1998 | ||||||||||||
კარიერა დაასრულა | 2022 | ||||||||||||
თამაში | მემარჯვენე | ||||||||||||
მწვრთნელ(ებ)ი |
პიტერ კარტერი (1991–2000)[2] პიტერ ლუნდგრენი (2000–2003) ტონი როში (2005–2007) სევერინ ლიუთი (2007–2022) ხოსე ჰიგუერასი (2008) პოლ ანაკონი (2010–2013) სტეფან ედბერგი (2014–2015) ივან ლიუბიჩიჩი (2016–2022) | ||||||||||||
ფულადი პრიზი | 130,594,339 აშშ დოლარი | ||||||||||||
ოფიციალური საიტი | rogerfederer.com | ||||||||||||
ერთეულები | |||||||||||||
კარიერის ჩანაწერები | 1251–275 (81.98%)[georgian 1] | ||||||||||||
ტიტულები კარიერაში | 103 (მე-2 ღია ერაში) | ||||||||||||
უმაღლესი რეიტინგი | 1-ლი (2 თებერვალი, 2004) | ||||||||||||
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები | |||||||||||||
ავსტრალიის ღია პირველობა | გამარჯვება (2004, 2006, 2007, 2010, 2017, 2018) | ||||||||||||
საფრანგეთის ღია პირველობა | გამარჯვება (2009) | ||||||||||||
უიმბლდონი | გამარჯვება (2003, 2004, 2005, 2006, 2007, 2009, 2012, 2017) | ||||||||||||
აშშ-ის ღია პირველობა | გამარჯვება (2004, 2005, 2006, 2007, 2008) | ||||||||||||
სხვა ტურნირები | |||||||||||||
ტურის ფინალი | გამარჯვება (2003, 2004, 2006, 2007, 2010, 2011) | ||||||||||||
ოლიმპიური თამაშები |
![]() | ||||||||||||
წყვილები | |||||||||||||
კარიერის ჩანაწერები | 131–93 (58.48%) | ||||||||||||
ტიტულები კარიერაში | 8 | ||||||||||||
უმაღლესი რეიტინგი | 24-ე (9 ივნისი, 2003) | ||||||||||||
დიდი სლემის წყვილთა შედეგები | |||||||||||||
ავსტრალიის ღია პირველობა | 3რ (2003) | ||||||||||||
საფრანგეთის ღია პირველობა | 1რ (2000) | ||||||||||||
უიმბლდონი | მეოთხედფინალი (2000) | ||||||||||||
აშშ-ის ღია პირველობა | 3რ (2002) | ||||||||||||
წყვილთა სხვა ტურნირები | |||||||||||||
ოლიმპიური თამაშები |
![]() | ||||||||||||
გუნდური შეჯიბრები | |||||||||||||
დეივისის თასი | გამარჯვება (2014) | ||||||||||||
ჰოპმანის თასი | გამარჯვება (2001, 2018, 2019) | ||||||||||||
მედლები
|
ფედერერს მამაკაცთა ჩოგბურთში ყველაზე მეტი – 20 დიდი სლემის ტურნირი აქვს ერთეულთა თანრიგში მოგებული. აქედან რეკორდული 8 უიმბლდონი, რეკორდული 6 ავსტრალიის ღია პირველობა (ამდენივე აქვთ როი ემერსონს და ნოვაკ ჯოკოვიჩს), 5 აშშ-ის ღია პირველობა და 1 საფრანგეთის ღია პირველობა. მან მონაწილეობა მიიღო რეკორდულ – 30 დიდი სლემის ფინალში, მათ შორის ზედიზედ 10 ფინალში 2005 წლის უიმბლდონიდან 2007 წლის აშშ-ის ღია პირველობის ჩათვლით.
შვეიცარიელს 28 მასტერსი და რეკორდული – 6 წლის შემაჯამებელი ტურნირი აქვს მოგებული. ჯამში ფედერერმა კარიერაში ATP-ის 101 ტურნირი მოიგო ერთეულებში[15].
ATP-ის ჩოგბურთელთა რეიტინგში იგი ყველაზე დიდხანს – 310 კვირის განმავლობაში იკავებდა პირველ ადგილს, მათ შორის ზედიზედ 237 კვირის განმავლობაში, რაც რეკორდია. 2002 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის ნოემბრამდე, ფედერერი უწყვეტად შედიოდა მსოფლიო რეიტინგის ტოპ 10-ში[16]. 2018 წლის თებერვალში 5 წლიანი პაუზის შემდეგ, შვეიცარიელი 36 წლის ასაკში დაუბრუნდა მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილს და გახდა მამაკაცთა ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი პირველი ჩოგანი[17].
ოლიმპიურ თამაშებზე, ფედერერს ერთი ვერცხლის მედალი ერთეულებში და ერთი ოქროს მედალი აქვს წყვილთა თანრიგში მოპოვებული. სანაკრებო დონეზე, მან ერთი დეივისის თასი მოიგო შვეიცარიის ნაკრებთან ერთად, რომელიც პირველი იყო ქვეყნის ისტორიაში. ფედერერს საკუთარი ქვეყნის ნაკრებთან ერთად, ასევე ორი ჰოპმანის თასი აქვს მოგებული.