From Wikipedia, the free encyclopedia
სერ სტენლი მეთიუზი (ინგლ. Stanley Matthews; დ. 1 თებერვალი, 1915, სტოკი — გ. 15 თებერვალი, 2000, იქვე) — ინგლისელი ფეხბურთელი. თამაშობდა გარემარბის პოზიციაზე. მეთიუზი იყო მოკრივე დალაქის მესამე ვაჟი. მთელი კარიერის განმავლობაში მხოლოდ ორი კლუბის „სტოკ სიტის“ და „ბლექპულის“ ღირსებას იცავდა.[1]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | სტენლი მეთიუზი | ||
დაბადების თარიღი | 1 თებერვალი, 1915 | ||
დაბადების ადგილი | სტოკი, ინგლისი | ||
გარდაცვალების თარიღი |
15 თებერვალი, 2000 (85 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | სტოკი, ინგლისი | ||
სიმაღლე | 174 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | გარემარბი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1930–1932 | სტოკ სიტი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1932–1947 | სტოკ სიტი | 259 | (51) |
1947–1961 | ბლექპული | 379 | (17) |
1961–1965 | სტოკ სიტი | 59 | (3) |
ეროვნული ნაკრები | |||
1934–1957 | ინგლისი | 63 | (30) |
1947–1955 | დიდი ბრიტანეთი | 2 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
„ბლექპულთან“ ერთად მოიპოვა ასოციაციის თასი. გამოირჩეოდა ჩაწოდებებით და ფინტებით. 1934-1957 წლებში ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 63 მატჩი და გაიტანა 30 გოლი. მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 1950 წლის ჩემპიონატზე. ჩემპიონატებზე სულ სამი მატჩი ითამაშა, გავარდნილ ინგლისის ნაკრებს გამოეყო, თანაგუნდელებთან ერთად შინ არ გაემგზავრა და ბრაზილიაში დარჩა თამაშების საცქერლად. 1956 წელს ჟურნალმა France Football-მა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დააწესა ოქროს ბურთის დაჯილდოება, რომლის პირველი გამარჯვებულიც სტენლი მეთიუზი გახდა, ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის. მეთიუზი იყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც პროფესიული კარიერის დასრულებამდე აკურთხეს რაინდად. გამოცემული აქვს წიგნი „ოცდათხუთმეტი წელი მარჯვენა ფრთაზე“.
მოთამაშის ოცდათხუთმეტწლიანი კარიერის შემდეგ სიცოცხლის შემდგომი ოცდათხუთმეტი წელიწადი მან მოგზაურობაში გაატარა. მეთიუზი ბავშვებს ავარჯიშებდა ამერიკაში, კანადაში, კარიბის ზღვისა და აფრიკის ქვეყნებში. მიუხედავად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში არსებული აპარტეიდის კანონებისა, 1975 წელს სოუეტოში შექმნა გუნდი, რომელსაც „სტენის ბიჭები“ დაერქვა.
მეთიუზის ფერფლი დაფლულია მშობლიური სტოკის სტადიონის, „ბრიტანიას“ ცენტრალურ წრეში, თუმცა მას არასდროს უთამაშია ამ მინდორზე, მეთიუზის დროს „სტოკ სიტი“ „ვიქტორია გრაუნდზე“ გამოდიოდა. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 49-ე ადგილზე დასახელდა.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.