From Wikipedia, the free encyclopedia
სომხური მითოლოგია ან დიცაბანუციუნი (სომხ. Հայկական դիցաբանություն) — დაფუძნებული იყო პროტოინდოევროპულ რელიგიურ რწმენასა და სომხურ მითლოგიურ ღვთაებებზე მანამ, სანამ 301 წელს თრდატ III-მ ოფიციალურ რელიგიად ქრისტიანობა არ გამოაცხადა. მიუხედავად ამისა სომხური მითოლოგიის თავდაპირველი სახე კარგადაა შემონახული რადგან ის თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემოდა. სომხური მითოლოგია მიეკუთვნება წარმოდგენათა სისტემას, რომლის წინაპარი ინდოევროპული ხალხი იყო.
სომხური ღმერთებma (დიცების), რომლებიც განვითარდნენ პროტოსომხების ჩამოყალიბებისას, შეინარჩუნეს ძირითადი ელემენტები პროტოინდოევროპული ტომების რელიგიური წარმოდგენებისა, რაც განაპირობებს მათ თანამედროვე სახეს. ისტორიკოსები გამოყოფენ ინდოევროპული ლექსიკის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც საკრალურად გამოიყენებოდა სომხურ ღვთისმსახურებაში. თავდაპირველად კულტების თაყვანისცემა წარმოადგენდა მაღალ, მიუწვდომელ ძალას, აზრს. მთავარ ფიზიკურ თუ სულიერ გარდამქმნელს წარმოადგენდა მზე (არევ), რომელსაც ეთაყვანებოდნენ უძველესი სომხები, ისინი თავს არევორდის (მზის შვილი) უწოდებდნენ. მზის რელიგიური სიმბოლოს სომხურ რელიგიაშიც მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა.
ასევე უძველეს კულტებს შორის, რომელთაც ერთი, ინდოევროპული წარმოშობა გააჩნდათ, შეგვიძლია გამოვყოთ არწივი და ლომი, ცის კულტები. ბევრი ძველსომხური ლეგლის მითი დაფუძნებულია ასირიელებისა და ურუმიელების სასტიკი ბრძოლოს მოტივებზე, რომელიც ძვ. წ. IX საუკუნეში მიმდინარეობდა.
დროის სვლასთან ერთად სომხური პანთეონი სახეცვლილებას განიცდიდა, ჩნდებოდა ახალი ღვთაებები, რომელთაც ჰქონდათ სომხური და არა არიული წარმომავლობა. სომხურ მითოლოგიაში ყველაფრის შემქმნელ, უძლიერეს, სომხური პანთეონის უმთავრეს ღმერთს წარმოადგენს ჰაიკი - ლეგენდარული ჰაოსის პროტოტიპი.
გევონდ ალიშანის აზრით, სომხური პანთეონის მთავარ ღმერთად ითვლებოდა ვანატური, რომელიც შემდეგ არამაზდმა შეცვალა, ეს უკანასკნელი კი წარმოიქმნა ზოროასტრიზმის გავლენით (აჰურა მაზდა). მიუხედავად ამისა შემონახულია მისი სომხური იერსახე.
ანალოგიურია ნამდვილი სომხური ნაყოფიერებისა და მატერიალური კეთილდღეობის მფარველი ანაიტი
ელინისტურ ეპოქაში (ძვ. წ. III-I) სომხური ღვთაებები დაკავშირებულნი იყვნენ ანტიკურ ღმერთებთან:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.