სოლთანიე
From Wikipedia, the free encyclopedia
სოლთანიე ( სპარს. سلطانيه) — ქალაქი ირანში, ზენჯანის ოსტანში, თეირანიდან 240 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით. XIV საუკუნეში, ის სპარსეთის ილხანი მმართველების დედაქალაქი იყო. მისი სახელი ითარგმნება როგორც „იმპერიული“ 2005 წელს, ქალაქი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
სოლთანიე* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ![]() |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iii, iv |
სია | |
რეგიონი** | აზია |
კოორდინატები | 36°26′00″ ჩ. გ. 48°47′00″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2005 (29-ე სესია) |
ნომერი | 1188 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
ქალაქის ცენტრში მდებარეობს ილხანთა მმართველის, ოლჯაითუს მავზოლეუმი (აგრეთვე ცნობილი როგორც მუჰამედ ხუდაბანდას მავზოლეუმი), რომელსაც უფრო სოლთანიეს გუმბათის სახელით იცნობენ.
სტრუქტურა აშენდა 1302-1312 წლებში. დღეისათვის ის მთელ მსოფლიოში მესამე უდიდეს აგურისგან ნაგებ გუმბათოვან შენობას წარმოადგენს ფლორენციის კათედრალისა და აია-სოფიას შემდეგ.[1] მავზოლეუმის შიდა ინტერიერის მოხატულობის დიდი ნაწილი დაკარგულია, მაგრამ შემორჩენილია მოზაიკები და რამდენიმე ფრესკა. შენობის არქიტექტურა საკმაოდ ჰგავს ტაჯ-მაჰალისას.