From Wikipedia, the free encyclopedia
სმითსონის ამერიკული ხელოვნების მუზეუმი (ინგლ. Smithsonian American Art Museum) — მუზეუმი ვაშინგტონში, რომელიც არის სმითსონის ინსტიტუტის ნაწილი. რენვიკის გალერეასთან ერთად მუზეუმი ფლობს ხელოვნების ერთ-ერთ უდიდეს კოლექციას, კოლონიური პერიოდიდან დღემდე. მუზეუმში 7000-ზე მეტი მხატვრის ნამუშევარია წარმოდგენილი. გამოფენების უმეტესობა იმართება მუზეუმის მთავარ შენობაში, ძველ საპატენტო ოფისში (ნაციონალური პორტრეტების გალერეასთან ერთად), ხოლო ხელნაკეთობების თემაზე ორიენტირებული გამოფენები იმართება რენვიკის გალერეაში.
სმითსონის ამერიკული ხელოვნების მუზეუმი | |
---|---|
ინგლ. Smithsonian American Art Museum | |
38°53′52″ ჩ. გ. 77°01′24″ დ. გ. | |
დაარსდა | 1829 |
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
მდებარეობა | ვაშინგტონი |
ვიზიტორები | 1.2 მილიონი (2013) |
ოფიციალური საიტი | http://americanart.si.edu/ |
მუზეუმი უზრუნველყოფს ელექტრონულ რესურსებით სკოლებსა და საზოგადოებას ეროვნული საგანმანათლებლო პროგრამის საშუალებით. მას აქვს შვიდი ონლაინ კვლევითი მონაცემთა ბაზა 500,000-ზე მეტი ჩანაწერით, მათ შორის ამერიკული ფერწერისა და ქანდაკების ინვენტარიზაციით, სადაც წარმოდგენილია 400,000-ზე მეტ ნამუშევარი მსოფლიოს საჯარო და კერძო კოლექციებში. 1951 წლიდან მუზეუმს აქვს სამოგზაურო საგამოფენო პროგრამა. 2013 წლის მონაცემებით მუზეუმი 2.5 მილიონზე მეტმა ვიზიტორმა მოინახულა.
თავდაპირველად მუზეუმში არ იყო დიდი რაოდენობით კოლექცია, რადგან სმითსონის მდივანი ჯოზეფ ჰენრი ამჯობინებდა სამეცნიერო კვლევაზე ორიენტირებას.[1][2] კოლექცია პირველად გამოფინეს სმითსონის თავდაპირველ შენობაში. 1865 წელს ცეცხლმა გაანადგურა კოლექციის დიდი ნაწილი[3]. შემორჩენილი ხელოვნების ნიმუშები შემდგომ ათწლეულებში გადაეცა კონგრესის ბიბლიოთეკას და კორკორანის ხელოვნების გალერეას.[4] 1896 წელს, ნამუშევრები დააბრუნეს სმითსონში, მას შემდეგ რაც კონგრესმა გამოყო თანხა ცეცხლგამძლე ოთახის ასაშენებლად.[5] 1906 წელს კოლექციას ეწოდა ,,ხელოვნების ეროვნული გალერეა". კოლექცია გაიზარდა სმითსონის შენობების ზრდასთან ერთად და განთავსდა სმითსონის ეროვნულ ცენტრში.
1920 წელს ხელოვნების ეროვნული გალერეა გამოეყო ეროვნულ მუზეუმს, გახდა სმითსონის საკუთარი ფილიალი, უილიამ ჰენრი ჰოლმსი კი პირველი დირექტორი.[6][7] 1924 წელს არქიტექტორმა ჩარლზ ა. პლატმა შეადგინა ხელოვნების ეროვნული გალერეის წინასწარი გეგმა, რომელიც უნდა აშენებულიყო ბუნების ისტორიის მუზეუმის გვერდით.[8] თუმცა, ეს შენობა არასოდეს აშენებულა.[9]
1937 წელს ხელოვნების ეროვნული გალერეა გახდა სახვითი ხელოვნების ეროვნული კოლექცია (NCFA), რადგან ენდრიუ მელონი ამტკიცებდა, რომ წინა სახელი უნდა გადაეცათ ახალი დაწესებულებისთვის, რომელიც შეიქმნა მისი ხელოვნების კოლექციის შემოწირულობით.[10][11][12]
1950-იანი წლებისთვის NCFA– მ მაინც დაიკავა მცირე ადგილი ბუნების ისტორიის მუზეუმის შენობაში.[13] 1958 წელს, კონგრესმა საბოლოოდ NCFA–ს გადასცა შენობა, რომელიც გაიზიარა ეროვნული პორტრეტების გალერეასთან, ხოლო მუზეუმმა დაიკავა შენობის ჩრდილოეთ ნახევარი.[14][15] შენობის სარემონტო სამუშაოები დაიწყო 1964 წელს.[16]
NCFA ახალ შენობაში გაიხსნა 1968 წლის 6 მაისს.[17] მუზეუმის გადასვლა მოხდა ცუდ დროს, რადგან სამეზობლო ერთი თვით ადრე განადგურდა მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობის ამბოხებით.[18] NCFA იბრძოდა ვიზიტორების მოსაზიდად მომდევნო ათწლეულების განმავლობაში, რადგან მის გარშემო ქუჩები კვლავ ,,ბნელი და ცარიელი იყო".[19] 199 -იანი წლების ბოლოს მუზეუმის წინ გაიხსნა MCI Center (ახლანდელი Capital One Arena).[20]
NCFA– მ მიიღო ახალი ფილიალი 1972 წელს და გახსნა რენვიკის გალერეა, რომელიც მიეძღვნა დიზაინსა და ხელოსნობას, თეთრ სახლთან მდებარე ისტორიულ შენობაში.[21]
1980 წელს მუზეუმმა სახელი შეიცვალა და გახდა ამერიკული ხელოვნების ეროვნული მუზეუმი, რათა უკეთ განესხვავებინა იგი სხვა ფედერალური ხელოვნების მუზეუმებისაგან და ხაზი გაესვათ მუზეუმის ამერიკელი ხელოვანების ყურადღებაზე.[22][23]
2000 წლის იანვარში მუზეუმი დაიხურა ოფისის შენობის დაგეგმილი სამწლიანი, 60 მილიონიანი რემონტის დასაწყებად.[24] დახურვის დროს მუზეუმის კოლექციის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის შესანარჩუნებლად, ბევრი ნამუშევარი გაიგზავნა სამოგზაურო გამოფენების სერიაში "Treasures to Go", სახელწოდებით ,,ისტორიაში უდიდესი მუზეუმის ტური".[25][26] მუზეუმის სახელი შეიცვალა კვლავ 2000 წლის ოქტომბერში და გახდა ,,სმითსონის ამერიკული ხელოვნების მუზეუმი".[27]
რემონტის დროს შენობის მრავალი განსაკუთრებული არქიტექტურული თვისება აღადგინეს: პორტიკები ათენის პართენონის მიხედვით, მრგვალი ორმაგი კიბე, კოლონადები, თაღოვანი გალერეები, დიდი ფანჯრები და შუქურები.[28][29][30] შენობას დაემატა ლუნდერის კონსერვაციის ცენტრი, ლუს ფონდის ამერიკული ხელოვნების ცენტრი, ნან ტაკერ მაკევოის აუდიტორია და რობერტ და არლენ კოგოდის ეზო.[31] იმავდროულად, მუზეუმის ოფისები, ბიბლიოთეკა და საცავი გადავიდა ახლომდებარე Victor Building-ში. რემონტს საბოლოოდ ექვსი წელი და 283 მილიონი დოლარი დასჭირდა.[32] მუზეუმმა და პორტრეტების ეროვნულმა გალერეამ 2006 წლის 1 ივლისს გახსნეს მათი კომბინირებული შენობა, სახელწოდებით დონალდ რეინოლდსის ცენტრი ამერიკული ხელოვნებისა და პორტრეტებისთვის.[33]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.