From Wikipedia, the free encyclopedia
სიცილიის სრუტე[1][2] — სრუტე კუნძულ სიცილიასა და ტუნისს შორის. მისი სიგანე დაახლოებით 145 კმ-ია და გამოჰყოფს ტირენიისა და დასავლეთ ხმელთაშუა ზღვას აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისგან. მაქსიმალური სიღრმეა 316 მეტრი.
სიღრმის დინებები სრუტეში აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიემართება, ხოლო ზედაპირის სიახლოვეს არსებული დინება საწინააღმდეგო მხარეს. წყლის ეს უჩვეულო დინება ოკეანოგრაფების ინტერესის საგანია.
სრუტის შუაში მდებარეობს კუნძული პანტელერია.
ინგლისურში ამ სრუტეს არ გააჩნია ერთი, შეთანხმებული სახელი. ზოგჯერ მას სიცილიის არხს ან პანტელერიის არხსაც უწოდებენ. იტალიურად კი კანალე-დი-სიცილიას (Canale di Sicilia) ან სტრეტო-დი-სიცილიას (Stretto di Sicilia).
ფრანგულში მას კაპ ბონის არხს (Cap Bon Channel) ან კელიბიის არხს (Kélibia Channel) უწოდებენ. კებილია (არაბ. قليبية) ტუნისის რეგიონია, რომელიც სრუტის სამხრეთ კიდესთან მდებარეობს, კეიპ-ბონი კი ნახევარკუნძული, რომელიც ტუნისიდან ხმელთაშუა ზღვაში იჭრება სიცილიის მიმართულებით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.