From Wikipedia, the free encyclopedia
ამერიკული ანიმაციური ტელესერიალ „სიმფსონების“ მესამე სეზონი ეთერში გადიოდა 1991 წლის 19 სექტემბრიდან 1992 წლის 27 აგვისტომდე. იგი სულ შედგება 24 ეპიზოდისგან და იწყება ეპიზოდით Stark Raving Dad. დამატებითი ეპიზოდი, Brother, Can You Spare Two Dimes? ეთერში გავიდა 1992 წლის 27 აგვისტოს, მესამე სეზონის ოფიციალურად დასრულების შემდეგ. იგი შეტანილია მესამე სეზონის DVD გამოცემაში.
№ ჯამში | № სეზონში | სახელწოდება | რეჟისორი | სცენარის ავტორი | ორიგინალური ეთერის თარიღი | წარმ. კოდი |
---|---|---|---|---|---|---|
36 | 1 | „Stark Raving Dad“ | რიჩ მური | ელ ჯინი და მაიკ რაისი | 19 სექტემბერი, 1991 | 7F24 |
ბარტი თავის მაისურებს დებს სარეცხ მანქანაში, რომელშიც მარჯი ჰომერის პერანგებს რეცხავს. ყველა პერანგი წითელი ფერის ხდება. როდესაც ჰომერი სამსახურში წითელი პერანგით მოდის, მას ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტად ჩათვლიან. მოწვეული ვარსკვლავი: მაიკლ ჯექსონი (ფსევდონიმით ჯონი ჯეი სმითი) და კიპ ლენონი.[1] | ||||||
37 | 2 | „Mr. Lisa Goes to Washington“ | უეს არჩერი | ჯორჯ მაიერი | 26 სექტემბერი, 1991 | 8F01 |
ლიზა მონაწილეობს ესეების კონკურსში და ჯილდოს სახით მიემგზავრება ვაშინგტონში. იქ მისი დემოკრატიისადმი ნდობა ირღვევა, როდესაც შემთხვევით შეამჩნევს, თუ როგორ იღებს ერთ-ერთი კონგრესმენი ქრთამს. [2] | ||||||
38 | 3 | „When Flanders Failed“ | ჯიმ რირდონი | ჯონ ვიტი | 3 ოქტომბერი, 1991 | 7F23 |
ჰომერი მოაწყობს წვეულებას, რომელზეც აცხადებს, რომ იწყებს საკუთარ ბიზნესს - ხსნის მაღაზიას, რომელშიც გაიყიდება პროდუქცია ცაციებისთვის. [3] | ||||||
39 | 4 | „Bart the Murderer“ | რიჩ მური | ჯონ სუორცუელდერი | 10 ოქტომბერი, 1991 | 8F03 |
როდესაც ბარტი სკეიტბორდით შემთხვევით მოხვდება კანონიერი ბიზნესმენების სოციალური კლუბის შენობის კიბეზე, იგი შეუერთდება სპრინგფილდის მაფიას. მოგვიანებით იგი ხდება მსუქანი ტონის, ლუის, ჯოისა და სხვების პარტნიორი. მოწვეული ვარსკვლავი: ჯო მანტენია, ნილ პატრიკ ჰარისი.[4] | ||||||
40 | 5 | „Homer Defined“ | მარკ კირკლენდი | ჰოვარდ გევირცი | 17 ოქტომბერი, 1991 | 8F04 |
სპრინგფილდის ატომური ელექტროსადგურის თითქმის გარდაუვალი აფეთქებისას ჰომერი შეცდომით კრეფს ღილაკების გარკვეულ კომბინაციას და აჩერებს კატასტროფას. მოწვეული ვარსკვლავები: მეჯიკ ჯონსონი, ჩიკ ჰერნი და ჯონ ლოვიცი.[5] | ||||||
41 | 6 | „Like Father, Like Clown“ | ჯეფრი ლინჩი და ბრედ ბერდი | ჯეი კოგენი და უოლეს ვოლოდარსკი | 24 ოქტომბერი, 1991 | 8F05 |
სიმფსონებთან სტუმრობისას ჯამბაზი კრასტი აღიარებს, რომ იგი არის ორთოდოქსალური ებრაელი რაბინის დაკარგული შვილი. აღმოჩნდება, რომ მამამისი, რაბინი კრასტოვსკი, უკმაყოფილო იყო შვილის მიერ არჩეული პროფესიით. მოწვეული ვარსკვლავი: ჯეკი მეისონი.[6] | ||||||
42 | 7 | „Treehouse of Horror II“ | ჯიმ რირდონი | ელ ჯინი და მაიკ რაისი ჯეფ მარტინი ჯორჯ მაიერი სემ საიმონი ჯონ სუორცუელდერი | 31 ოქტომბერი, 1991 | 8F02 |
Treehouse of Horror-ის რიგით მეორე ეპიზოდი, სამი ნოველით. ლიზა, ბარტი და ჰომერი მიირთმევენ ზედმეტად დიდი რაოდენობის კანფეტებს და სხვადასხვა უცნაური ხილვები აქვთ. [7] | ||||||
43 | 8 | „Lisa's Pony“ | კარლოს ბაესა | ელ ჯინი და მაიკ რაისი | 7 ნოემბერი, 1991 | 8F06 |
ლიზას და ჰომერს შორის მორიგი კამათის შემდეგ, მამა ცდილობს, დაიბრუნოს ნდობა და შვილს პონის უყიდის. მოწვეული ვარსკვლავი: ფრენკ უელერი.[8] | ||||||
44 | 9 | „Saturdays of Thunder“ | ჯიმ რირდონი | კენ ლევინი და დევიდ აიზეკსი | 14 ნოემბერი, 1991 | 8F07 |
ბარტი დაინტერესებულია სასაპნეებით რბოლით, ხოლო ჰომერი ხვდება, რომ იგი არც თუ კარგი მამაა. [9] | ||||||
45 | 10 | „Flaming Moe's“ | რიჩ მური და ალან სმარტი | რობერტ კოენი | 21 ნოემბერი, 1991 | 8F08 |
ჰომერი იგონებს უცნაურ სასმელს, რომელსაც Flaming Homer-ს უწოდებს. იგი იმდენად კარგია, რომ ბარმენი მო მის რეცეპტს იპარავს, სახელს უცვლის და მდიდრდება. მოწვეული ვარსკვლავები: Aerosmith.[10] | ||||||
46 | 11 | „Burns Verkaufen der Kraftwerk“ | მარკ კირკლენდი | ჯონ ვიტი | 5 დეკემბერი, 1991 | 8F09 |
მისტერ ბერნსი ჰყიდის სპრინგფილდის ატომურ ელექტროსადგურს 100 მილიონ დოლარად. მას ყიდულობს ორი გერმანელი ინვესტორი. ჰომერს სამსახურიდან უშვებენ და ტოვებენ სხვა თანამშრომლებს, რომლებიც სადგურს დიდ ზიანს მიაყენებენ. მოწვეული ვარსკვლავი: ფილ ჰარტმენი.[11] | ||||||
47 | 12 | „I Married Marge“ | ჯეფრი ლინჩი | ჯეფ მარტინი | 26 დეკემბერი, 1991 | 8F10 |
ჰომერი და მარჯი ბარტსა და ლიზას ახალგაზრდობის წლებზე უამბობენ. [12] | ||||||
48 | 13 | „Radio Bart“ | კარლოს ბაესა | ჯონ ვიტი | 9 იანვარი, 1992 | 8F11 |
დაბადების დღეზე ჰომერი ბარტისთვის ყიდულობს მიკროფონს. ბარტი ჩათვლის, რომ ეს არის მსოფლიოში ყველაზე ცუდი საჩუქარი, მაგრამ მოგვიანებით აღმოაჩენს, რომ მისი დახმარებით ბევრი ონავრობაა შესაძლებელი. მოწვეული ვარსკვლავი: სტინგი.[13] | ||||||
49 | 14 | „Lisa the Greek“ | რიჩ მური | ჯეი კოგენი და უოლეს ვოლოდარსკი | 23 იანვარი, 1992 | 8F12 |
ჰომერი აღმოაჩენს, რომ ლიზას შეუძლია საფეხბურთო მატჩების გამარჯვებულების წინასწარ გამოცნობა. მოგვიანებით ორივე კვირაობით ერთობა საფეხბურთო ფსონებით.[14] | ||||||
50 | 15 | „Homer Alone“ | მარკ კირკლენდი | დევიდ მ. სტერნი | 6 თებერვალი, 1992 | 8F14 |
მარჯს აქვს ნერვიული აშლილობა. მას მცირე განტვირთვისთვის აგზავნიან დასასვენებელ რანჩოზე. სანამ იგი ერთობა, ლიზა და ბარტი ჰომერის ინიციატივით რჩებიან დეიდებთან, პეტისთან და სელმასთან. მაგრამ თავად ჰომერი იძულებულია, მიხედოს მეგის. მოწვეული ვარსკვლავი: ფილ ჰარტმენი.[15] | ||||||
51 | 16 | „Bart the Lover“ | ჯეფრი ლინჩი | ჯონ ვიტი | 13 თებერვალი, 1992 | 8F16 |
ბარტი გაკვეთილების შემდეგ სკოლაში რჩება და აღმოაჩენს, რომ მისი მასწავლებლები, მისს კრაბეპლი აქვეყნებს კერძო განცხადებას, რომლითაც სასიყვარულო ურთიერთობას ეძებს. ბარტი მას სწერს წერილს ვინმე ვუდროს სახელით. [16] | ||||||
52 | 17 | „Homer at the Bat“ | ჯიმ რირდონი | ჯონ სუორცუელდერი | 20 თებერვალი, 1992 | 8F13 |
მისტერ ბერნსი სანაძლეოს დებს თავის მეტოქე არისტოტელე ამადოპოლისთან, რომ სპრინგფილდის აეს-ის გუნდი დაამარცხებს შელბივილის აეს-ის გუნდს სოფტფოლის თამაშისას. გამარჯვებისთვის ბერნსი ქირაობს მრავალ სპორტსმენს, რომელთა შორის არიან პროფესიონალი ბეისბოლისტებიც, ვინაიდან სპრინგფილდის აეს-ის რამდენიმე თანამშრომელი მან თავად გაუშვა სამსახურიდან. მოწვეული ვარსკვლავები: უეიდ ბოგზი, ხოსე კანსეკო, როჯერ კლემენსი, კენ გრიფი უმცროსი, დონ მეტინგლი, სტივ საქსი, მაიკ შოშა, ოზი სმითი, ტერი კეშმენი და დერილ სტროუბერი.[17] | ||||||
53 | 18 | „Separate Vocations“ | კარლოს ბაესა | ჯორჯ მაიერი | 27 თებერვალი, 1992 | 8F15 |
სკოლაში ამა თუ იმ პროფესიისათვის აუცილებელი უნარების ტესტების გავლის შემდეგ ლიზა აღმოაჩენს, რომ მისთვის ყველაზე ხელსაყრელია დიასახლისობა, ხოლო ბარტი - პოლიციის ოფიცრის უნარებს. მოწვეული ვარსკვლავი: სტივ ალენი.[18] | ||||||
54 | 19 | „Dog of Death“ | ჯიმ რირდონი | ჯონ სუორცუელდერი | 12 მარტი, 1992 | 8F17 |
სანტას პატარა დამხმარე გადაუდებელი ოპერაციისთვის საავადმყოფოში მოხვდება. ჰომერი იძულებულია, ბარტსა და ლიზას აუხსნას, რომ ოპერაციაში 750 დოლარს ვერ გადაიხდის, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ მთელ ოჯახს ძაღლი უყვარს, იგი ცდილობს, მოიძიოს ოპერაციის ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა. [19] | ||||||
55 | 20 | „Colonel Homer“ | მარკ კირკლენდი | მეტ გრენინგი | 26 მარტი, 1992 | 8F19 |
ჰომერი და მარჯი კინოთეატრში ფილმის ნახვის შემდეგ კამათობენ და გაბრაზებული ჰომერი სახლს ტოვებს. მას აქვს დროებით რომანი ლარლინ ლამპკინთან. ჰომერი მისი მენეჯერი ხდება. მოწვეული ვარსკვლავი: ბევერლი დ'ანჯელო.[20] | ||||||
56 | 21 | „Black Widower“ | დევიდ სილვერმანი | ამბავი: ტომას ჩესტეინი და სემ საიმონი სატელევიზიო სცენარი: ჯონ ვიტი | 9 აპრილი, 1992 | 8F20 |
სელმა საიდშოუ ბობის მეუღლე უნდა გახდეს. ბარტს და ლიზას ეშინიათ, რომ ასეთი ბიძა ეყოლებათ, ვინაიდან ბობი პატიმარია (ერთ-ერთ ეპიზოდში ბობი ბარტს დაემუქრა, რომ დაბრუნდებოდა და შურს იძიებდა - მას შემდეგ, რაც ბარტმა გამოაშკარავა, რომ ბობი ქურდობისას კრასტის განასახიერებდა, რის გამოც კრასტი დაიჭირეს. ბობი და სელმა მაინც ქორწინდებიან, მაგრამ აღმოჩნდება, რომ ბობს ცოლის მოკვლა სურს, რასაც წინ აღუდგება ბარტი. მოწვეული ვარსკვლავი: კელსი გრემერი.[21] | ||||||
57 | 22 | „The Otto Show“ | უეს არჩერი | ჯეფ მარტინი | 23 აპრილი, 1992 | 8F21 |
ჯგუფ Spinal Tap-ის წარმატებული კონცერტის შემდეგ ბარტი გადაწყვიტავს, ისწავლოს ელექტროგიტარაზე დაკვრა. ეს უფრო რთული აღმოჩნდება, ვიდრე მას მიაჩნდა და იგი განიცდის, როდესაც ხედავს, თუ როგორ კარგად უკრავს სკოლის ავტობუსის მძღოლი ოტო. მოწვეული ვარსკვლავები: კრისტოფერ გესტი და მაიკლ მაკ-კინი.[22] | ||||||
58 | 23 | „Bart's Friend Falls in Love“ | ჯიმ რირდონი | ჯეი კოგენი და უოლეს ვოლოდარსკი | 7 მაისი, 1992 | 8F22 |
ბარტის სკოლის მეგობარ მილჰაუზს უყვარდება ახალი მოსწავლე, სამანთა სტენკი. ბარტი ეჭვიანობს და ბრაზდება, რომ მილჰაუზი გოგონასთან ზედმეტად დიდ დროს ატარებს. ამიტომ იგი აწყობს შეთქმულებას, რათა ისინი ერთმანეთს დააშოროს. ბარტი სამანთას მამას უამბობს ამ ურთიერთობის შესახებ და გოგონა გადაჰყავთ კათოლიკურ სკოლაში. მილჰაუზი გულგატეხილია. ბარტი აღიარებს, რომ სამანთა მისი ჩარევის შემდეგ გადაიყვანეს და ბიჭები ჩხუბობენ. საბოლოოდ, ისინი მაინც შერიგდებიან და სამანთას აკითხავენ ახალ სკოლაში, სადაც გოგონა, როგორც აღმოჩნდება, თავს კარგად გრძნობს. მოწვეული ვარსკვლავი: კიმი რობერტსონი.[23] | ||||||
59 | 24 | „Brother, Can You Spare Two Dimes?“ | რიჩ მური | ჯონ სუორცუელდერი | 27 აგვისტო, 1992 | 8F23 |
ჰომერის ნახევარძმა ჰერბ პაუელი ბრუნდება, მაგრამ ამჯერად, როგორც უსახლკარო. მას შემდეგ, რაც ჰომერმა მისი საავტომობილო წარმოება გააკოტრა, ჰერბი მაწანწალად იქცა, მაგრამ მეგის მცირე დახმარებით, იგი ქმნის ახალ გამოგონებას, რომელიც მას წარმატებას მოუტანს - მოწყობილობას, რომელიც ბავშვის ბუტბუტს ნამდვილ საუბრად გარდაქმნის. მოწვეული ვარსკვლავები: დენი დევიტო და ჯო ფრეიზიერი.[24] |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.