სიმფეროპოლი
From Wikipedia, the free encyclopedia
სიმფეროპოლი (უკრ. Сімферополь) — ქალაქი სამხრეთ უკრაინაში, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი. იგი ყირიმის ნახევარკუნძულის უმნიშვნელოვანესი ქალაქია ეკონომიკური, პოლიტიკური და სატრანსპორტო თვალსაზრისით. 2013 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 362 366 კაცს, მათ შორის 66.7%-ს შეადგენენ რუსები, 21.3% – უკრაინელები, 7% – ყირიმელი თათრები, 1.1% – ბელარუსები, 0.2% – პოლონელები და 0.1% – მოლდოველები.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
სიმფეროპოლი Сімферополь | |||||
| |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
ავტონომიური რესპუბლიკა | ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკაყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა | ||||
კოორდინატები | 44°57′07″ ჩ. გ. 34°06′08″ ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | ვიქტორ აგეევი (რეგიონების პარტია) | ||||
დაარსდა | 1784 | ||||
პირველი ხსენება | 2. century BCE | ||||
ფართობი | 107 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 350 მ | ||||
ოფიციალური ენა | ყირიმელი თათრების ენა, უკრაინული ენა და რუსული ენა | ||||
მოსახლეობა | 362 366 კაცი (2013) | ||||
სიმჭიდროვე | 3 183,1 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 და UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | +380 652 | ||||
საფოსტო ინდექსი | 95000—95490 | ||||
ოფიციალური საიტი | simferopol-rada.gov.ua | ||||
დახურვა
არქეოლოგიური მონაცემებით დასტურდება, რომ ქალაქი არსებობდა სკვითების პერიოდში და მას სკვითურ ნეაპოლს უწოდებდნენ. სიმფეროპოლი არის ყირიმელი თათრების მშობლიური ქალაქი. ისინი მას Aqmescit-ს წოდებენ. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის სახანო გააუქმა, სიმფეროპოლს დღევანდელი სახელი დაერქვა.