![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/23/Simone_Weil_04_%2528cropped%2529.png/640px-Simone_Weil_04_%2528cropped%2529.png&w=640&q=50)
სიმონ ვეი
From Wikipedia, the free encyclopedia
სიმონ ედოლფინ ვეი (ფრანგ. Simone Adolphine Weil; დ. 3 თებერვალი, 1909 — გ. 25 აგვისტო, 1943) — ფრანგი ფილოსოფოსი, მისტიკოსი და პოლიტიკური აქტივისტი.
სიმონ ვეი | |
---|---|
![]() | |
დაბადების სახელი | სიმონ ედოლფინ ვეი |
დაბადების თარიღი | 3 თებერვალი, 1909 |
გარდაცვალების თარიღი | 24 აგვისტო, 1943 (34 წლის) |
ეროვნება | ფრანგი |
ეთნიკურად | ებრაელი |
საქმიანობა | ფილოსოფოსი |
უმაღლესი განათლება ფილოსოფიის განხრით მიიღო, რის შემდეგაც მისი შემოსავლის ძირითადი წყარო მასწავლებლობა იყო. 1930-იან წლებში იგი ხშირად წყვეტდა თავის პროფესიულ საქმიანობას, რისი მიზეზიც ჯანმრთელობის პრობლემები და პოლიტიკურ აქტივიზმში ჩართვის მძაფრი სურვილი იყო. იგი მხარს უჭერდა მშრომელთა გაერთიანების მოძრაობას, მონაწილეობდა ესპანეთის სამოქალაქო ომში და ასევე წელიწადზე მეტხანს მუშაობდა ქარხნებში, რათა მშრომელთა მდგომარეობას კარგად გასცნობოდა.
მომდევნო პერიოდში ვეი რელიგიითა და მისტიციზმით დაინტერესდა და მხურვალე ქრისტიანი გახდა.[1] იგი მთელი ცხოვრების მანძილზე წერდა, თუმცა მის ტექსტებს საზოგადოება მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გაეცნო. 1950-იან და 1960-იან წლებში ვეის ფიგურამ ცნობადობა მოიპოვა კონტინენტურ ევროპასა და ინგლისურენოვან სამყაროში. მისი მოსაზრებები დღემდე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი მეცნიერების ფართო შესწავლის საგანს წარმოადგენს.[2] 1995 წლიდან მოყოლებული მის შესახებ 2,500-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომია გამოქვეყნებული.[3]
ქართულ ენაზე თარგმნილია ვეის წიგნი „ღვთის მოლოდინი“, ესაა რელიგიურ-ფილოსოფიური შინაარსის წერილებისა და ესეების კრებული, რომლებიც მან სიკვდილამდე ერთი წლით ადრე დაწერა. [4]