სილურული სისტემა
From Wikipedia, the free encyclopedia
სილურული სისტემა (პერიოდი) — პალეოზოური ჯგუფის რიგით მესამე სისტემა, გეოლოგიური წელთაღრიცხვის პალეოზოური ერის მესამე პერიოდი. მოსდევს ორდოვიციულ სისტემას და წინ უსწრებს დევონურს. აბსოლუტური გეოქრონოლოგიით სილურული პერიოდი დაიწყო 440 მილიონი წლის წინ და გაგრძელდა დაახლოებით 30 მილიონი წელი. სილურული სისტემა დაადგინა რ. მერჩისონმა 1835 წელს დიდ ბრიტანეთში. სილურული სისტემა იყოფა ორ სექციად და ოთხ სართულად.
სილურული სისტემა Period ექსპრესიის შეცდომა: მოულოდნელი round ოპერატორი.–ექსპრესიის შეცდომა: მოულოდნელი round ოპერატორი. million years ago PreЄ
Є
O
S
D
C
P
T
J
K
Pg
N
| |
საშუალო ატმოსფერული O2 შემადგენლობა პერიოდის განმავლობაში | ca. 14 მოცულ. %[1] (70 % თანამედროვე დონის) |
საშუალო ატმოსფერული CO2 შემადგენლობა პერიოდის განმავლობაში | ca. 4500 ppm[2] (16-ჯერ წინაინდუსტრიული დონე) |
საშუალო ზედაპირის ტემპერატურა პერიოდის განმავლობაში | ca. 17 °C [3] (3 °C მაღლა თანამედროვე დონეზე) |
ზღვის დონე (დღევანდელზე მაღლა) | დაახ. 180მ, მოკლევადიანი ნეგატიური მიმოქცევით[4] |
სილურული პერიოდის დასაწყისში აღინიშნა დედამიწის ქერქის მნიშვნელოვანი დაძირვა და გლობალური ტრანსგრესია, თუმცა არსებობდა მეტ-ნაკლებად სტაბილური უბნები და კუნძულის ტიპის აზევებები. სილურული პერიოდის ბოლოს დასრულდა კალედონიური დანაოჭება; წარმოიქმნა გონდვანა. პერიოდის დასაწყისში უკვე უხერხემლოთა ყველა მნიშვნელოვანი კლასი არსებობდა. სისტემაში გაჩნდა პრიმიტიული ხერხემლიანები და პირველი ხმელეთის ფლორა. ამ პერიოდის ნალექები ძირითადად ტერიგენულია, მნიშვნელოვანი რაოდენობით გვხვდება ასევე წყალქვეშა ვულკანური ამოფრქვევების პროდუქტებიც. ნალექები ყველა კონტინენტზეა გავრცელებული ანტარქტიდის გარდა.