სილამაზის კონკურსი
From Wikipedia, the free encyclopedia
სილამაზის კონკურსი — შოუ, რომელშიც მონაწილეობას იღებენ პროფესიონალი მოდელები ან უბრალოდ ლამაზი გოგონები და ვაჟები. ღონისძიების ბოლოს ჟიურის შეფასებით საუკეთესო მონაწილე ვლინდება.
პირველი სილამაზის კონკურსი 1888 წლის 19 სექტემბერს ბელგიაში, ქალაქ სპაში, ჩატარდა (მანდილოსნებისთვის). 350 კანდიდატიდან ფინალში მარტო 21 კონკურსანტი მოხვდა. ფინალისტებს დახურულ კარს მიღმა მხოლოდ მამაკაცებისგან შემდგარი ჟიური ”ათვალიერებდა”. გამარჯვებული გახდა 18 წლის ბერტა საუქრატი გვადელუპიდან, რომელმაც ჯილდოდ 5000 ფრანკი მიიღო.