Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
სიეგო-დე-ავილის პროვინცია — კუბის ერთ-ერთი პროვინცია, რომელიც ძველად კამაგუეის პროვინციის ნაწილი იყო. დედაქალაქია სიეგო-დე-ავილა, რომელიც გაშენებულია კარეტერა-სენტრალის ავტომაგისტრალზე, სიდიდით მეორე ქალაქია მის ჩრდილოეთით მდებარე მორონი.
პროვინცია | |
---|---|
სიეგო-დე-ავილის პროვინცია Provincia de Ciego de Ávila | |
ქვეყანა | კუბა |
ადმ. ცენტრი | სიეგო-დე-ავილა |
კოორდინატები | 22°00′00″ ჩ. გ. 78°00′00″ დ. გ. |
ფართობი | 6 783,13 კმ² |
მოსახლეობა | 416 370 კაცი (2004) |
სიმჭიდროვე | 61,38 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC-5 |
კამაგუეის პროვინციისგან გამოყოფილ იქნა 1975 წელს.
პროვინციის ჩრდილოეთ სანაპიროს სიახლოვეს, განლაგებულია ხარდინეს-დელ-რეის-არქიპელაგის რამდენიმე მცირე კუნძული, სადაც განვითარებულია საკურორტო ტურიზმი, მათ შორის უმთავრესებია კაიო-კოკო და კაიო-გილერმო.
ქალაქ მორონსა და ჩრდილოეთ სანაპიროს შორის მდებარეობს რამდენიმე ტბა, მათ შორის ლაგუნა-დე-ლეჩე (რძის ტბა, ეწოდა წყლის თეთრი ფერის გამო, რაც გამოწვეულია კალციუმის ოქსიდის მაღალი შემცველობით), რომელიც უდიდესი ბუნებრივი ტბაა კუბაში.
პროვინციის ცენტრალურ ნაწილში მისდევენ მესაქონლეობას, მთელი პროვინციის მასშტაბით კი შაქრის ლერწმის, ანანასისა და ციტრუსების მოყვანას.
სიეგო-დე-ავილის პროვინცია 10 მუნიციპალიტეტისგან შედგება:
მუნიციპალიტეტი | მოსახლეობა (2004) | ფართობი (კმ²) | მდებარეობა |
---|---|---|---|
ბარაგუა | 32 408 | 728 | 21.68222° ჩ. გ. 78.62444° დ. გ. |
ბოლივია | 16 612 | 918 | 22.07500° ჩ. გ. 78.35028° დ. გ. |
ჩამბასი | 39 868 | 769 | 22.19667° ჩ. გ. 78.91306° დ. გ. |
სიეგო-დე-ავილა | 135 736 | 445 | 21.84806° ჩ. გ. 78.76278° დ. გ. |
სირო-რედონდო | 29 560 | 588 | 22.01889° ჩ. გ. 78.70278° დ. გ. |
ფლორენცია | 19 811 | 286 | 22.14750° ჩ. გ. 78.96694° დ. გ. |
მახაგუა | 26 617 | 544 | 21.92444° ჩ. გ. 78.99056° დ. გ. |
მორონი | 60 612 | 615 | 22.11083° ჩ. გ. 78.62778° დ. გ. |
პრიმერო-დე-ენერო | 27 813 | 713 | 21.94528° ჩ. გ. 78.41889° დ. გ. |
ვენესუელა | 27 333 | 716 | 21.75111° ჩ. გ. 78.77889° დ. გ. |
წყარო: მოსახლეობის 2004 წლის აღწერა.[1] Area from 1976 municipal re-distribution.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.