From Wikipedia, the free encyclopedia
სენტ-მარი, ნუსი-ბურაჰა (ფრანგ. Île Sainte-Marie) — კუნძული ინდოეთის ოკეანეში, მადაგასკარის აღმოსავლეთ სანაპიროსთან. ადმიმისტრაციულად შედის მადაგასკარის ტუამასინის პროვინციაში. ფართობი — 222 კმ².
მშობ. სახელი: ფრანგ. Île Sainte-Marie | |
---|---|
სენტ-მარი | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ინდოეთის ოკეანე |
კოორდინატები | 16°50′00″ ს. გ. 49°55′00″ ა. გ. |
ფართობი | 222 კმ² |
სიგრძე | 49 კმ |
სიგანე | 5-10 კმ |
უმაღლესი წერტილი | 112 მ |
პროვინცია | ტუამასინის პროვინცია |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 26 547 ად. (2013) |
სიმჭიდროვე | 119,58 ად. /კმ² |
კუნძულ მადაგასკარიდან გამოყოფილია სრუტით, რომელიც ყველაზე ვიწრო ადგილში 6 კმ-ია. წაგრძელებულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ. სიგრძე — 49 კმ, სიგანე — 5-10 კმ. კუნძულის სამხრეთ დაბოლოებასთან განლაგებულია პატარა კუნძული ნატი, რომელიც სენტ-მარიდან დაახლოებით 400 მ სიგანის სრუტით არის გამოყოფილი.
კუნძულის ისტორია დაკავშირებულია მეკობრეებთან, რომლებსაც აქ ჰქონდათ ბაზა. სენტ-მარი მოხსენებულია გამოგონილ მეკობრეთა სახელმწიფო ლიბერტალიასთან დაკავშირებით.
2013 წლის მონაცემების მიხედვით კუნძულზე ცხოვრობდა 26 547 ადამიანი. მთავარი დასახლებული პუნქტია ამბუდიფუტატრა (Ambodifotatra).
კუნძულის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს აეროპორტი, რომელიც ადგილობრივ ავიახაზებს ემსახურება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.