საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები
From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები — საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრთების სახელობითი სია. უზენაესი საბჭო არჩეულ იქნა საქართველოს სსრ-ში ჩატარებული პირველი და ერთადერთი თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების შედეგად 1990 წლის 28 ოქტომბერს. უზენაესი საბჭო დათხოვნილ იქნა სამხედრო გადატრალების შემდეგ, 1992 წლის 2 იანვარს, საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს მიერ.
უზენაეს საბჭოში ადგილები ასე გადანაწილდა:
- მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო — 155 (აქედან 81 პარტიული სიით, 74 მაჟორიტარი)
- საქართველოს სსრ კომუნისტური პარტია — 64. საქართველოს კომპარტიის 64 დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით შეუწყდა 1991 წლის აგვისტოში, კომპარტიის აკრძალვის გამო.[1]
- საქართველოს სახალხო ფრონტი — 12
- ბლოკი „დემოკრატიული საქართველო“ — 4
- სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება — 1
- გათავისუფლებისა და ეკონომიკური აღორძინების ბლოკი — 1
- დამოუკიდებლები — 9
- ვაკანტური — 4