საფრანგეთის ლიგა 1
From Wikipedia, the free encyclopedia
საფრანგეთის ლიგა 1 (ფრანგ. Le championnat de France de football professionnel masculin ან Ligue 1) — პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა ფრანგული კლუბებისთვის. წარმოადგენს საფრანგეთის უმაღლეს საფეხბურთო ლიგას. ჩემპიონატი მიმდინარეობს აგვისტოდან მაისის ჩათვლით და მასში მონაწილეობას იღებს 20 გუნდი.
სწრაფი ფაქტები ქვეყანა, კონფედერაცია ...
ქვეყანა |
საფრანგეთი მონაკო |
---|---|
კონფედერაცია | უეფა |
დაარსდა | 1932 |
დივიზიონები | 1 |
კლუბ. რაოდენობა | 20 |
ქვეითდება | ლიგა 2 |
საშინაო თასები |
საფრანგეთის თასი საფრანგეთის ლიგის თასი საფრანგეთის სუპერთასი |
საერთაშ. თას(ებ)ი |
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა უეფა-ს ევროპა ლიგა |
მოქ. ჩემპიონი | „ლილი“ (4-ჯერ) |
ყველაზე ტიტულოვანი | „სენტ-ეტიენი“ (10-ჯერ) |
საიტი | ოფიციალური |
დახურვა
საფრანგეთში პირველი საფეხბურთო ჩემპიონატი 1932–33 წლებში ჩატარდა. მაშინ დივიზიონის სახელწოდება იყო ნაციონალური ჩემპიონატი. 1933-დან 2002 წლამდე ლიგას ერქვა დივიზიონი 1, 2002 წლიდან კი ლიგა 1.
ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი კლუბია „სენტ-ეტიენი“, რომელმაც 10-ჯერ მოიგო ტურნირი. მოქმედი ჩემპიონია „პარი სენ-ჟერმენი“.