სარჰი
From Wikipedia, the free encyclopedia
სარჰი (ფრანგ. Sarh, არაბ. ساره) — მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ჩადის მეოთხე ქალაქია ნჯამენის,მუნდუს და აბეშეს შემდეგ. შუა შარის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობის რაოდენობა 2009 წლია აღწერის მონაცემებით შეადგენს 97 224 ადამიანს.[1] მდებარეობს დაახლოებით 550 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით ჩადის დედაქალაქ ნჯამენიდან, მდინარე შარის ნაპირზე, ზღვის დონიდან 353 მეტრ სიმაღლეზე[2]. ქალაქში ძველთაგანვე ყველაზე უფრო მეტ მაცხოვრებლებს შეადგენდა სარას ეთნიკური ჯგუფი, რომლებიც ამ დასახლებულ პუნქტს სარჰს ეძახდნენ და ეს სახელი დღესაც ოფიციალურია ქალაქისათვის[3].
ქალაქი | |
---|---|
სარჰი ფრანგ. Sarh არაბ. ساره | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
რეგიონი | შუა შარიშუა შარის რეგიონი|შუა შარი |
კოორდინატები | 9°09′00″ ჩ. გ. 18°23′00″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 353 მ |
მოსახლეობა | 97 224 კაცი (2009) |
სასაათო სარტყელი | UTC+1 |
სარჰი დააარსეს ფრანგებმა შრომითი ბანაკებიდან დაბრუნებულებისათვის, რომელიც შეიქმნა კონგო-ოკეანის სარკინიგზო ხაზის მშენებლობისას. დღეისათვის ქალაქი მსხვილი სატრანსპორტო კვანძია და ბამბის გადამამუშავებელი წარმოების ცენტრია, ასევე ცნობილია თავისი ღამის ცხოვრებით. ღირსშესანიშნაობებია: სარჰის ეროვნული მუზეუმი, აეროპორტი.
1990 წელს სარჰში აღინიშნა მენინგოკოკური ინფექციის ეპიდემია[4].