ბამბა — ბამბის ბოჭკოსაგან გრილი და ჩასაცმელად სასიამოვნო ქსოვილი მზადდება. ბამბის ქსოვილი ტენს იწოვს და გარეთაც უშვებს, რის გამოც ადამიანის კანს სუნთქვის საშუალება ეძლევა. ბამბის ბოჭკოსაგან ამზადებენ პირსახოცის ქსოვილს, დოლბანდს, საფარდეს, ავეჯის შალითებსა და განსაკუთრებულად მტკიცე ტექნიკურ ქსოვილებს. ბამბა ტროპიკულ და სუბტროპიკულ რაიონებში იზრდება. ყოველ მცენარეზე ჩნდება კოლოფები, რომლებშიც 30-მდე თესლია. კოლოფი მწიფდება, სკდება და ბოჭკოების ფუმფულა მასა გამოჩნდება. შემდეგ ამ მასას თესლისგან გამოაცალკავებენ. ეს უკვე ბამბის ნედლეულია, საიდანაც ქსოვილს ამზადებენ. გამოიყენება ბამბის თესლიც: მისგან საჭმელი ცხიმი - ბამბის ზეთი - იხდება, ხოლო დაწნეხილ თესლს კვლავ გადაამუშავებენ და საქონლის საკვებად და სასუქად მოიხმარენ.

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბამბა (მრავალმნიშვნელოვანი).
ბამბის სათესლე კოლოფები მზადაა მკისთვის

ბამბის დიდ პლანაციებში თითქმის ყველა ოპერაცია მექანიზებულია, თესვით დაწყებული და მოსავლის აღებით დამთავრებული. ღარიბ ქვეყნებში მდებარე პატარა პლანტაციებში გლეხები თესვისას პირუტყვს იყენებენ, ხოლო მოსავალს ხელით იღებენ. მართალია, მოსავლის აღება მანქანით გაცილებით სწრაფია თუმცა ხელით აღება ხშირად უმჯობესია, რადგან გლეხები მხოლოდ დამწიფებულ კოლოფებს იღებენ. გლეხი დღეში ხელით 110 კილოგრამამდე ბამბას კრეფს. მანქანას ამავე რაოდენობის ბამბის შესაგროვებლად ერთი საათიც არ სჭირდება.

ბამბის ბოჭკოს სიგრძე 2-4 სმ-ია. ბამბის ქსოვილების დაახლოებით 90% მოკლე და საშუალო სიგრძის ბოჭკოსაგან მზადდება. ყველაზე ნაზი ქსოვილებისთვის გრძელი ბოჭკო გამოიყენება. ბამბის ქსოვილი იოლად იღებება და უთოვდება. იგი შეიძლება ისე დამუშავდეს, რომ წყალგამტარი გახდეს. გარდა ამისა, მასზე არ გროვდება ატმოსფეროდან მომდინარე სტატიკური ელექტრობა, ამიტომ ბამბის ქსოვილი სხვა ქსოვილებზე გაცილებით გვიან ისვრება. დღეს ბამბის ბოჭკოს ხშირად პოლეითერსა და აკრილსაც უმატებენ.

ბამბის მწარმოებელი ქვეყნები

მეტი ინფორმაცია ბამბის მწარმოებელი 10 უმსხვილესი ქვეყანა (მეტრაჟი ტონებში), რიგი ...
ბამბის მწარმოებელი 10 უმსხვილესი ქვეყანა (მეტრაჟი ტონებში)
რიგი ქვეყანა 2010 2012 2014
1დროშა: ჩინეთი ჩინეთი5,970,0006,281,0006,532,000
2ინდოეთის დროშა ინდოეთი5,683,0006,071,0006,423,000
3დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ3,941,7003,412,5503,553,000
4 პაკისტანი1,869,0002,312,0002,308,000
5დროშა: ბრაზილია ბრაზილია973,4491,673,3371,524,103
6დროშა: უზბეკეთი უზბეკეთი1,136,120983,400849,000
7დროშა: თურქეთი თურქეთი816,705754,600697,000
8დროშა: ავსტრალია ავსტრალია386,800473,497501,000
9დროშა: თურქმენეთი თურქმენეთი230,000295,000210,000
10მექსიკის დროშა მექსიკა225,000195,000198,000
წყარო: გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია[1]
დახურვა

ბამბის სამრეწველო პლანტაციები 75-ზე მეტ ქვეყანაშია. ბამბის ყველაზე დიდი მწარმოებლები არიან ჩინეთი, ინდოეთი და აშშ, ხოლო მათ შემდეგ - პაკისტანი და ბრაზილია.

ლიტერატურა

  • ოქსფორდის დიდი საბავშვო ენციკლოპედია, ქართული გამოცემა შევსებული და განახლებული 2011 წელს, ISBN 978-99940-34-47-5
  • Beckert, Sven. Empire of Cotton: A Global History. New York: Knopf, 2014.
  • Brown, D. Clayton. King Cotton: A Cultural, Political, and Economic History since 1945 (University Press of Mississippi, 2011) 440 pp. ISBN 978-1-60473-798-1
  • Ensminger, Audrey H. and Konlande, James E. Foods and Nutrition Encyclopedia, (2nd ed. CRC Press, 1993). ISBN 0-8493-8980-1

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
დახურვა

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.