სანქტი-სპირიტუსის პროვინციაკუბის ერთ-ერთი პროვინცია. მდებარეობს კუნძულის ცენტრალურ ნაწილში. დედაქალაქია ამავე სახელწოდების, სანქტი-სპირიტუსი. სხვა მნიშვნელოვანი ქალაქია ტრინიდადი.

პროვინციის სამხრეთი სანაპირო ბრტყელია, მაგრამ დასავლეთი ნაწილი მთიანია. სამხრეთ-აღმოსავლეთში მრავლადაა მანგროს ტყე და ჭაობი. ჩრდილოეთი სანაპირო მოიცავს მნიშვნელოვან ვეთლენდებს და დაცულ ტერიტორიებს, მაგალითად ბუენა-ვისტას ყურესა და კაგუანესის ეროვნულ პარკს.

პროვინციაში მდებარეობს კუბის ტერიტორიაზე უდიდესი ხელოვნური წყალსაცავი სასა.

ისტორია

XVII საუკუნეში, თანამედროვე სანქტი-სპირიტუსის პროვინციის ტერიტორიაზე კონტროლის ასაღებად ერთამანეთს ეჯახებდონენ ჰოლანდიელი და ბრიტანელი მეკობრეები, მაგრამ მცირე წარმატებით, რადგან მათ ეფექტურად იგერიებდა ესპანური გარნიზონი.

1660-დან 1680 წალმდე, ქალაქი ტრინიდადი იამაიკელ მეკობრეებს ეპყრათ, რომელმაც ის ორგზის დაანგრიეს.

სიენფუეგოსის, სანკტი-სპირიტუსისა და ვილია-კლარას პროვინციები ერთ დროს აწ უკვე აღარ არსებული ლას-ვილიასის პროვინციის ნაწილი იყო.

ეკონომიკა

პროვინციის ყველაზე შემოსავლიანი სექტორია ტურიზმი, რაც ძირითადად კონცენტრირებულია ქალაქ ტრინიდადის გარშემო, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი და გამოირჩევა დიდი რაოდენობით კოლონიური ნაგებობებით, რომლებიც XVI საუკუნით თარიღდება.

ისევე როგორც დანარჩენ კუბაში, ამ არეალშიც მნიშვნელოვანია შაქრის ლერწამი და მესაქონლეობა. ასევე მოყავთ თამბაქო და ბრინჯი.

მუნიციპალიტეტები

მეტი ინფორმაცია მუნიციპალიტეტი, მოსახლეობა (2004) ...
მუნიციპალიტეტიმოსახლეობა
(2004)
ფართობი
(კმ²)
მდებარეობა
კაბაიგუანი&0000000000067224.00000067 224&0000000000000597.00000059722.08389° ჩ. გ. 79.49528° დ. გ. / 22.08389; -79.49528 (Cabaiguán)
ფომენტო&0000000000033528.00000033 528&0000000000000471.00000047122.10528° ჩ. გ. 79.72000° დ. გ. / 22.10528; -79.72000 (Fomento)
ხატიბონიკო&0000000000042708.00000042 708&0000000000000765.00000076521.94639° ჩ. გ. 79.16750° დ. გ. / 21.94639; -79.16750 (Jatibonico)
ლა-სიერპე&0000000000016937.00000016 937&0000000000001035.0000001 03521.76083° ჩ. გ. 79.24333° დ. გ. / 21.76083; -79.24333 (La Sierpe)
სანქტი-სპირიტუსი&0000000000133843.000000133 843&0000000000001151.0000001 15121.93417° ჩ. გ. 79.44361° დ. გ. / 21.93417; -79.44361 (Sancti Spíritus)
ტაგუასკო&0000000000036365.00000036 365&0000000000000518.00000051822.00528° ჩ. გ. 79.26500° დ. გ. / 22.00528; -79.26500 (Taguasco)
ტრინიდადი&0000000000073466.00000073 466&0000000000001155.0000001 15521.80444° ჩ. გ. 79.98278° დ. გ. / 21.80444; -79.98278 (Trinidad)
იაგუახაი&0000000000058938.00000058 938&0000000000001032.0000001 03222.33056° ჩ. გ. 79.23694° დ. გ. / 22.33056; -79.23694 (Yaguajay)
დახურვა
წყარო: მოსახლეობის 2004 წლის აღწერა.[1] Area from 1976 municipal re-distribution.[2]

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.