From Wikipedia, the free encyclopedia
სან-ლუისი — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, სანტიაგო-დე-კუბის პროვინციაში. მდებარეობს პროვინციულ დედაქალაქ სანტიაგო-დე-კუბიდან 19 კმ-ით ჩრდილოეთით.
მუნიციპალიტეტი | |
---|---|
სან-ლუისი San Luis | |
ქვეყანა | კუბა |
პროვინცია | სანტიაგო-დე-კუბა |
კოორდინატები | 20°11′17″ ჩ. გ. 75°50′55″ დ. გ. |
დაარსდა | 1827 წ |
ფართობი | 498 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 200 მ |
მოსახლეობა | 88 496 კაცი (2004) |
სიმჭიდროვე | 177,7 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC-5 |
სატელეფონო კოდი | +53-226 |
ქალაქი 1827 წელს დაარსდა რანჩოების ადგილას. რკინიგზის გაყვანამ ძალზედ დააჩქარა სან-ლუისის განვითარების ტემპი და 1898 წელს მას მუნიციპალიტეტის სტატუსი მიენიჭა.
2004 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 88 496 ადამიანს შეადგენდა.[1] 498 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 177,7 ადამიანი კმ²-ზე.[2]
მუნიციპალიტეტის ეკონომიკაში დიდ როლს ასრულებს რკინიგზა. მისდევენ სოფლის მეურნეობას, მოყავთ შაქრის ლერწამი, ყავა, ხილი. ასევე განვითარებულია მოპოვებითი სექტორი და მრეწველობა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.