![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/ac/Ilocos_Sur_Capitol.jpg/640px-Ilocos_Sur_Capitol.jpg&w=640&q=50)
სამხრეთი ილოკოსი
ფილიპინების პროვინცია / From Wikipedia, the free encyclopedia
სამხრეთი ილოკოსი (ოფიცილუარად სამხრეთ ილოკოსის პროვინცია; ილოკ. Probinsia ti Ilocos Sur; ტაგალ. Lalawigan ng Ilocos Sur) ― ფილიპინების პროვინცია. მდებარეობს ილოკოსის რეგიონში, ლუსონში. პროვინციის დედაქალაქია ვიგანი, რომელიც მდინარე მესტისოს შესართავთანაა გაშენებული. სამხრეთ ილოკოსს ჩრდილოეთიდან ჩრდილოეთი ილოკოსი და აბრის პროვინცია ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან ― მთის პროვინცია, სამხრეთიდან ― ლა-უნიონი და ბენგეტი, ხოლო დასავლეთიდან ― სამხრეთ ჩინეთის ზღვა.
სამხრეთი ილოკოსი 1572 წელს ესპანელმა კონკისტადორმა ხან დე სალსედომ დააარსა. პროვინცია ილოკოსის ჩრდილოეთ (ამჟამად ჩრდილოეთი ილოკოსი) და სამხრეთ ნაწილად გაყოფის შემდეგ ჩამოყალიბდა. ამ დროისთვის ის აბრის პროვინციის ნაწილსა და დღევანდელი ლა-უნიონის ზემო ნახევარსაც მოიცავდა. დღევანდელი საზღვარი 1917 წლის მარტში მიღებული კანონის მიხედვითაა გავლებული.
პროვინციის ტერიტორიაზე მდებარეობს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ორი ძეგლი: კულტურული მემკვიდრეობის ქალაქი ვიგანი და სანტა მარიას ტაძარი.