![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/52/Pagudpud_Beach.jpg/640px-Pagudpud_Beach.jpg&w=640&q=50)
ილოკოსის რეგიონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ილოკოსის რეგიონი (ასევე ცნობილი როგორც I რეგიონი; ილოკ: Rehion/Deppaar ti Ilocos; პანგ: Sagor na Baybay na Luzon; ტაგ: Rehiyon ng Ilocos) — ადმინისტრაციული რეგიონი ფილიპინებში. მდებარეობს ლუსონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. რეგიონის აღმოსავლეთით კორდილიერის ადმინისტრაციული რეგიონი მდებარეობს, ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით — კაგაიანის ხეობა, ხოლო სამხრეთით — ცენტრალური ლუსონი. რეგიონის დასავლეთით სამხრეთ ჩინეთის ზღვაა გადაჭიმული.
სწრაფი ფაქტები ქვეყანა, ადმ. ცენტრი ...
ილოკოსის რეგიონი | ||
![]() | ||
ქვეყანა |
![]() | |
---|---|---|
ადმ. ცენტრი | სან-ფერნანდო | |
შიდა დაყოფა | ჩრდილოეთი ილოკოსი, სამხრეთი ილოკოსი, ლა-უნიონი (ფილიპინები) და პანგასინანი | |
კოორდინატები | 16°37′00″ ჩ. გ. 120°19′00″ ა. გ. | |
ფართობი | 13012.60 კმ² | |
მოსახლეობა | 5 301 139 (1 მაისი, 2020)[1] | |
| ||
დახურვა
რეგიონის შემადგენლობაში ოთხი პროვინცია შედის: ჩრდილოეთი ილოკოსი, სამხრეთი ილოკოსი, ლა-უნიონი და პანგასიანი. რეგიონული ცენტრი ლა-უნიონის ქალაქი სან-ფერნანდოა. 2000 წლის აღწერით რეგიონის მოსახლეობის 66.36% ილოკანურ ენაზე საუბრობს, 27.05% — პანგასინანურ ენაზე, ხოლო 3.21% — ტაგალურ ენაზე.[2]