From Wikipedia, the free encyclopedia
სალარ-დე-უიუნი (ესპ. Salar de Uyuni) — მსოფლიოში უდიდესი მარილის ტბა სამხრეთ ბოლივიაში. მდებარეობს პოტოსისა და ორუროს დეპარტამენტებში, ანდების დაბოლოებაზე, ზღვის დონიდან 3,656 მეტრზე.[1] მისი ფართობი 10,582 კმ²-ია. ჩამოყალიბდა რამდენიმე პრეისტორიული ტბის ტრანსფორმაციის შედეგად. ტბა დაფარულია რამდენიმე მეტრის სისქის მარილის ქერქით. ასევე მოიცავს მლაშე გუბურებს, რომლებიც განსაკუთრებით მდიდარია ლითიუმით. სწორედ აქ მდებარეობს მსოფლიო ლითიუმის მარაგის 50-70%.[2] ამ ტერიტორიაზე გაედინება მთავარი სატრანსპორტო გზა, რომელიც კვეთს ბოლივიის ალტიპლანოს. ტბაზე ბინადრობს ვარდისფერი ფლამინგოების რამდენიმე სახეობა. იდეალური სიბრტყისა და მინიმალური დახრილობის, სუფთა და გამჭვირვალე ჰაერის გამო, ეს რეგიონი იდეალურია დედამიწის თანამგზავრული დაკვირვებისათვის ალტიმეტრული დაკალიბრების მეთოდით.[3]
40 ათასი წლის წინ, ეს ტერიტორია მინჩინის ტბის ნაწილს წარმოადგენდა. მისი დაშრობის შემდეგ, დარჩა დღეს არსებული ორი ტბა - პოოპო და ურუ-ურუ, ასევე ორი უდიდესი მარილიანი ჭაობი - კოიპასა და სალარ-დე-უიუნი.
სალარ-დე-უიუნის მარილის მარაგი 25 მილიარდ ტონას შეადგენს. აქედან ყოველწლიურად იწარმოება 25.000 ტონა. საკმაოდ განვითარებულია ტურიზმი, აქ შეხვდებით ადგილობრივების მიერ მარილის ბლოკებისგან აშენებული სასტუმროებს.[4].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.