![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/00/Ballena_gris_adulta_con_su_ballenato.jpg/640px-Ballena_gris_adulta_con_su_ballenato.jpg&w=640&q=50)
რუხი ვეშაპი
From Wikipedia, the free encyclopedia
რუხი ვეშაპი[1] (ლათ. Eschrichtius robustus) — ზღვის ძუძუმწოვარი ცხოველი უკბილო ვეშაპების ჯგუფისა. მიგრირებს ყოველწლიურად საკვების მოპოვების ადგილიდან გამრავლების ადგილისკენ. იზრდება 14,9 მ-მდე, იწონის 41 ტონას და ცხოვრობს 55–70 წლამდე. სახეობას სახელი ეწოდა შავ კანზე რუხი და თეთრი ლაქების არსებობის გამო.[2]
რუხი ვეშაპი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Eschrichtius robustus | |||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||
![]() IUCN 3.1 Least Concern : 8097 | |||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||
![]() | |||||||||||||
|
წყნარი ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილებში გვხვდება რუხი ვეშაპის ორი პოპულაცია. ივარაუდება, რომ ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთში ნაცრისფერი ვეშაპები ევროპის სანაპიროებზე ჯერ კიდევ ახ.წ. 500 წლისთვის განადგურდა, ხოლო ამერიკის სანაპიროზე მე-17-მე-18 საუკუნეებში, ამის გამომწვევი მიზეზი კი ვეშაპებზე ნადირობა იყო.[3]. ამის მიუხედავად, 2010-იან წლებში ნაცრისფერი ვეშაპები შენიშნეს ხმელთაშუა ზღვასა და სამხრეთ ნახევარსფეროს ატლანტის ოკეანის სანაპიროებზე.