![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/43/Red_Army_in_Tiflis_Feb_25_1921.jpg/640px-Red_Army_in_Tiflis_Feb_25_1921.jpg&w=640&q=50)
რუსეთ-საქართველოს ომი (1921)
From Wikipedia, the free encyclopedia
რუსეთ-საქართველოს ომი 1921, აგრეთვე ცნობილი, როგორც წითელი არმიის შემოჭრა საქართველოში, საბჭოებისა და საქართველოს ომი (15 თებერვალი - 17 მარტი, 1921) — საბჭოთა რუსეთის წითელი არმიიის სამხედრო კამპანია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ ადგილობრივი სოციალ-დემოკრატიული მთავრობის გადაყენების, ქვეყანაში ბოლშევიკური რეჟიმის დამყარებისა და საქართველოს ტერიტორიის ანექსია-ოკუპაციის მიზნით.
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რუსეთ-საქართველოს ომები. |
რუსეთ-საქართველოს ომი 1921 | ||||
---|---|---|---|---|
რუსეთის სამოქალაქო ომისა და თურქეთის დამოუკიდებლობის ომი ნაწილი | ||||
![]() წითელი არმია თბილისში | ||||
თარიღი | 15 თებერვალი — 17 მარტი, 1921 წელი | |||
მდებარეობა | საქართველო | |||
შედეგი |
რუსეთის გამარჯვება
| |||
ტერიტორიული ცვლილებები |
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და ანექსია | |||
მხარეები | ||||
| ||||
მეთაურები | ||||
| ||||
სამხედრო ნაწილები | ||||
| ||||
ძალები | ||||
| ||||
დანაკარგები | ||||
| ||||
![]() |
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f2/Democratic_Republic_of_Georgia.svg/640px-Democratic_Republic_of_Georgia.svg.png)
ომის შედეგად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი (ართვინის, ოლთისის და არტაანის ჩათვლით) ხელში ჩაიგდო თურქეთმა, ხოლო ქვეყნის ყველა დანარჩენი ტერიტორია ხელში ჩაიგდო რსფსრ-მ.
სტაფილოსფრად აღნიშნულია სოჭის ოლქი, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ეკავა 1918–1919 წლებში და კავკასიონის ჩრდილოეთი კალთები (დვალეთი).
კონფლიქტი საბჭოების ექსპანსიური პოლიტიკის შედეგი იყო, რომლის მიზანი რუსეთის იმპერიის სრულ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება წარმოადგენდა. მასში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბოლშევიკებმა, რომლებსაც არ გააჩნდათ საქართველოს მოსახლეობაში მხარდაჭერა და ბოლშევიკური რეჟიმის დასამყარებლად უცხოური ინტერვენცია სჭირდებოდათ.