From Wikipedia, the free encyclopedia
რას ალ-ხაიმა (არაბ. رأس الخيمة, "კარვის თავზე") — ქალაქი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რას- ალ- ხაიმის საამიროს ადმინისტრაციული ცენტრი.
ქალაქის მოსახლეობა 102 ათასი ადამიანია (2003). ქალაქი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მე -6 ადგილზეა.[1]
რას -ალ-ხაიმა მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთით, სპარსეთის ყურის სანაპიროზე. ყურე ქალაქს ორ -ძველ და ახალ ნაწილებად ყოფს. ის თანამედროვე მაგისტრალით უკავშირდება ქალაქ დუბაის. აქვს საერთაშორისო აეროპორტი და საზღვაო პორტი.
რას- ალ-ხაიმაში ჰავა ტროპიკული, საკმაოდ რბილია. წლის ყველაზე ცხელი დროა ზაფხული, როდესაც ჰაერის ტემპერატურა + 35C აღწევს.
ქალაქი რას- ალ -ხაიმა ისტორიაში ცნობილია ჯულფარის სახელით. [2] გადმოცემით ეს იყო არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი უძველესი დასახლება. შარჯას მმართველის, სულთან ბინ მუჰამედ ალ-ქასიმის თქმით, ქალაქი დააარსა სომხებმა, რომლებიც თავი დააღწიეს მონღოლთა შემოჭრას.
ქალაქის გარეუბანში მდებარეობს მრავალი არქეოლოგიური ადგილი. [3] 1809 და 1819 წლებში რას ალ-ხაიმა სპარსეთის ყურეში ორი ბრიტანული კამპანიის ლოკაციის ადგილი გახდა. ბრიტანულ გემებზე თავდასხმების გამო მას მეტსახელად მეკობრეების სანაპირო შეარქვეს, თუმცა სულთანმა ალ კასიმი ამას უარყოფდა.[4]
ქალაქის მოსახლეობა დაახლოებით 115 949 ადამიანია .ის ყველაზე დიდი ქალაქია რას ალ- ხაიმის საამიროში.
[5] რას ალ-ხაიმა არაბთა გაერთიანებული საaმიროების ქალაქებს შორის მოსახლეობის მიხედვით მე -6 ადგილზეა.
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სკოლების გარდა, ქალაქში მდებარეობს რას ალ- ხაიმას აკადემია და ველსპრინგის სკოლა, ფუნქციონირებს ინდური სკოლები. [6] ქალაქში არის კამპუსი უმაღლესი ტექნოლოგიების კოლეჯებისთვის, რას ალ- ხაიმას სამედიცინო და სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი, რას ალ- ხაიმასამერიკული უნივერსიტეტი [7] და მრავალი სხვა კოლეჯი.
ქალაქში მდებარეობს საფეხბურთო გუნდები Emirates Club და Ras Al Khaimah Club, რომლებმაც ორივე მონაწილეობა მიიღეს არაბთა გაერთიანებული საამიროების Top Division- ში.
ალ ჰამრას გოლფის კლუბი იდეალურია გოლფის მოყვარულთათვის, როგორც დამწყებთათვის, ასევე პროფესიონალებისთვის. გოლფის კლუბში მწვრთნელებისა და ინსტრუქტორების დიდი შემადგენლობაა, რომლებიც მზად არიან ჩაატარონ გოლფის კლასები ნებისმიერი ასაკის მსურველისათვის.
არქტიკის ლეგენდის თემაზე 2010 წელს აგებული გასართობი წყლის პარკი Ice Land water park , რომელიც უდიდესია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, პოპულარული დასასვენებელი ადგილია მთელი ოჯახისათვის.
რას ალ-ხაიმას ეროვნული მუზეუმში წარმოდგენილია ჰაჯარის მთების ფოტომასალა, უძველესი სამკაულები და არქეოლოგიური გატხრების დროს აღმოჩენილი სხვადასხვა ისტორიული ექსპონატები.
ისტორიული იერსახე შეინარჩუნა რას- ალ-ხაიმას ძველმა უბანმა.ალ- მანარის სავაჭრო ცენტრი ყველაზე ძველია რას ალ-ხაიმაში. ის დიდი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.