რადეს არყი,[1][2] ბუჩქა არყი[3] (ლათ. Betula raddeana) — მცენარე არყისებრთა ოჯახისა. 8–10 მ სიმაღლის, პატარა ზომის ხეა. აქვს მოვარდისფრო ქერქი. ერთწლიანი ყლორტები ღია მურა ფერისაა, აქა-იქ აყრია მეჭეჭები და ჯირკვლოვანი ბუსუსები, რომლებიც მეორე წელს ქრება, შემდგომ პერიოდში ტოტები შიშველია. ფოთოლი კვერცხის ფორმის ან კვერცხისებრ-ელიფსურია, სიგრძით 4,5 სმ და სიგანით 6 სმ-მდე, 5–7 წყვილი გვერდითი ძარღვით. ყუნწი სქლადაა შებუსული და 4–5-ჯერ მოკლეა ფირფიტაზე. ნაყოფებიანი მჭადა გადახრილია ან სწორად მდგომი. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს აგვისტო-ნოემბერში. კავკასიის ენდემური მცენარეა. საქართველოში გვხვდება შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და თუშეთში.[2] ამის გარდა, გავრცელებულია ჩრდილოეთ კავაკასიის კავკასიონის ცენრტალურ და აღმოსავლეთ ნაწილში.[1] იზრდება სუბალპურ ტანბრეცილ ტყეებში.[2]

სწრაფი ფაქტები რადეს არყი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
რადეს არყი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანები
რიგი:  წიფლისნაირნი
ოჯახი:  არყისებრნი
გვარი:  არყი
სახეობა:  რადეს არყი
ლათინური სახელი
Betula raddeana Trautv., 1887
სინონიმები
  • Betula aischatiae E.S.Husseinov, 1971
  • Betula maarensis V.N.Vassil. & Husseinova, 1971
  • Betula victoris E.S.Husseinov, 1971
დაცვის სტატუსი
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 30748
დახურვა

გალერეა

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.