ჟინვალი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჟინვალი, ჟინვანი — დაბა საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირას, საქართველოს სამხედრო გზაზე. დაბის სტატუსი აქვს 1976 წლიდან. სადაბო საკრებულოს ცენტრი (შედის ჟინვალი, სოფლები: არანისი, ბზიკურთკარი, ბოდავი, გუდრუხი, ეთვალისი, ზემო ხორხი, თვალივი, ლაუშა, მენესო, ნეძიხი, სონდისველა, სწროფავი, უბანი, ფუძნარი, ქვემო ხორხი, ჩინთი, ხარტიშო, ხირაუშა). განლაგებულია ჟინვალის წყალსაცავის სამხრეთით, ზღვის დონიდან 760 მ სიმაღლეზე. დუშეთიდან 15 კმ, თბილისიდან 54 კმ.
სწრაფი ფაქტები დაბა, ქვეყანა ...
დაბა | |
---|---|
ჟინვალი | |
ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარემცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°06′25″ ჩ. გ. 44°46′12″ ა. გ. |
ამჟამინდელი სტატუსი | 1976 |
ცენტრის სიმაღლე | 760 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1828[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,3 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 346[2] |
საფოსტო ინდექსი | 1800[3] |
დახურვა