![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/59/Village_Zhabeshi.jpg/640px-Village_Zhabeshi.jpg&w=640&q=50)
ჟაბეში
სოფელი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში / From Wikipedia, the free encyclopedia
ჟაბეში[2][3] (სვან. ჟა̄ბეშ) — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემში (სოფლები: არცხელი, ზარდლაში, ლახირი, მაჯვდიერი, მურშკელი, ჟაბეში, ჟამუში, ღვებრა, ჩვაბიანი, ცალდაში, ჭოლაში).[4] მდებარეობს მდინარე მულხრის (მდინარე ენგურის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე. ზღვის დონიდან 1680 მეტრზე, მესტიიდან 15 კილომეტრზე.
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
ჟაბეში სვან. ჟა̄ბეშ | |
![]() სოფელი ჟაბეში | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარესამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | მესტიის მუნიციპალიტეტი |
თემი | მულახი |
კოორდინატები | 43°02′50″ ჩ. გ. 42°52′03″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1680 მ |
მოსახლეობა | 90[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დახურვა
სოფელში დგას XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ― შირიმის თლილი კვადრებით ნაგები მაცხოვრის ეკლესია. აღმოსავლეთით სამწახნაგა შვერილი აფსიდა აქვს. ინტერიერში, სამმალიანი ქვის კანკელის წინ, ქვისავე ოთხუთხა კვარცხბეკზე აღმართულია ხის ჯვარი. საკურთხევლის კედელში დატანებულია ორი ღრმა უბე, სადაც სამალავში შესასვლელია მოწყობილი. ინტერიერში შემონახულია მოხატულობის ფრაგმენტები.