From Wikipedia, the free encyclopedia
პუტრაჯაია ოფიციალურად პუტრაჯაიას ფედერალური ტერიტორია — მალაიზიის ადმინისტრაციული დედაქალაქი და ფედერალური ტერიტორია. მთავრობა კუალა-ლუმპურიდან პუტრაჯაიაში 1999 წელს გადავიდა. კუალა-ლუმპური რჩება ეროვნულ დედაქალაქად, სადაც არის მეფის რეზიდენცია და განთავსებულია პარლამენტი. პუტრაჯიის იდეა ეკუთვნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ მაჰატჰირ მოჰამადს. ის 2001 წელს კუალა-ლუმპურისა და ლაბუანის შემდეგ მალაიზიის მესამე ფედერალური ტერიტორია გახდა.
დედაქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
პუტრაჯაია ڤوتراجاي | |||||
| |||||
ქვეყანა | მალაიზია | ||||
კოორდინატები | 2°55′00″ ჩ. გ. 101°40′00″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 1995 | ||||
ფართობი | 49[1] კმ² | ||||
მოსახლეობა | 88,300[2] კაცი (2015) | ||||
სიმჭიდროვე | 1,800 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||||
საფოსტო ინდექსი | 62000–62999 | ||||
ოფიციალური საიტი | ppj.gov.my | ||||
სახელი მალაიზიის პირველი პრემიერ-მინისტრის ტუნკუ აბდულ რაჰმან პუტრა ალ-ჰაჯის პატივსაცემად ჰქვია. ტერიტორია წარმოადგენს ანკლავს შტატ სელანგორის სეპანგის ოლქში. პუტრაჯაია ასევე არის სპეციალური ეკონომიკური ზონის MSC Malaysia-ს ნაწილი. სანსკრიტზე პუტრა ნიშნავს უფლისწულს, ხოლო ჯაია გამარჯვებას. პუტრაჯაიას განვითარება 1990-იანების დასაწყისში დაიწყო და დღეისთვის ძირითადი ტერიტორიული მოწყობა დასრულებულია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.