From Wikipedia, the free encyclopedia
პორტუგალიის სამეფო — შუა საუკუნეებისა და ახალი დროის მონარქია დასავლეთ ევროპაში, პორტუგალიის თანამედროვე რესპუბლიკის წინამორბედი. 1248 წლიდან, ასევე ცნობილი იყო, როგორც პორტუგალიის და ალგარვის სამეფო, 1815-1822 წლებში, კი ცნობილი, როგორც პორტუგალიის, ბრაზილიის და ალგარვის გაერთიანებული სამეფო.
პორტუგალიის სამეფო „Reino de Portugal“ | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
ჰიმნი „Hymno Patriótico“ (1808-1826) „პატრიოტული ჰიმნი“ „Hino da Carta“ (1826-1910) „ქარტიის ჰიმნი“ | |||||||||
პორტგუგალიის სამეფო და იმპერია 1800 წლისათვის | |||||||||
დედაქალაქი | კოიმბრა (1139–1255) ლისაბონი (1255–1808) რიო დე ჟანეირო (1808–21) ლისაბონი (1821–1910) | ||||||||
ენა | პორტუგალიური ლათინური | ||||||||
მმართველობის ფორმა | აბსოლუტური მონარქია (1139–1822; 1823–26; 1828–34) კონსტიტუციური მონარქია (1822–1823; 1826–28; 1834–1910) | ||||||||
მეფე | |||||||||
- 1139–1185 | აფონსუ I (პირველი) | ||||||||
- 1908–1910 | მანუელ II (ბოლო) | ||||||||
ისტორია | |||||||||
- ოურიკეს ბრძოლა | 25 ივლისი 1139 | ||||||||
მე-15 და მე-16 საუკუნეების დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დროს პორტუგალიის სამეფო მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოლონიური იმპერიის ცენტრი გახდა და დიდი კულტურული გავლენები მოიპოვა თითქმის მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით აღსანიშნავია ამერიკის კონტინენტური ნაწილზე უდიდესი პორტუგალიური კოლონიის — ბრაზილიის დაარსება.
1580-1640 წლებში პორტუგალია მეზობელ ჰაბსბურგების ესპანეთის სამეფოსთან ერთად იყო იბერიის უნიის წევრი. ამ პერიოდში ესპანეთის ჰაბსბურგი მეფეების: ფილიპე II, ფილიპე III და ფილიპე IV („ფილიპეების დინასტია“, როგორც მას პორტუგალიელები უწოდებდნენ) მმართველობა ვრცელდებოდა მთელს იბერიის ნახევარკუნძულზე. პორტუგალიის სახელმწიფოს დასუსტებამ უნიის პერიოდში გამოიწვია პორტუგალიის კოლონიური იმპერიის დაშლა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.