ნიგერიის ქალაქი, რივერსის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი From Wikipedia, the free encyclopedia
პორტ-ჰარკორტი (ინგლ. Port Harcourt) — ნიგერიის რივერსის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი, რომელიც მდებარეობს მდინარე ბონიზე, ნიგერის დელტაში. ქალაქის მოსახლეობა — 2 667 435 ადამიანი (2006), დიდი პორტ-ჰარკორტი მიოთვლის დაახლოებით 5,7 მილიონ მაცხოვრებელს.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
პორტ-ჰარკორტი ინგლ. Port Harcourt | |||
პორტ-ჰარკორტის ცენტრი | |||
| |||
ქვეყანა | ნიგერია | ||
შტატი | რივერსის შტატი | ||
კოორდინატები | 4°45′00″ ჩ. გ. 7°00′00″ ა. გ. | ||
დაარსდა | 1912 | ||
ფართობი | 186 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 18 მ | ||
მოსახლეობა | 2 667 435 კაცი (2006) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||
სატელეფონო კოდი | 234-84 | ||
საფოსტო ინდექსი | 500101 to 500272 | ||
ოფიციალური საიტი | riversstatenigeria.net/index/120-Govt Project Pictures.php | ||
პორტ-ჰარკორტი ბრიტანელებმა 1913 წელს დააარსეს იმ რაიონში, სადაც ტრადიციულად ცხოვრობენ იკვერეს და იჯოს ხალხი. მას სახელი დაერქვა კოლონიების საქმეთა სახელმწიფო მდივნის ლუის ვერნონ-ჰარკორტის პატივსაცემად. თავდაპირველად ქალაქი გამოიყენებოდა ენუგუში ნაწარმოები ნახშირის ექსპორტისათვის. ქალაქი ენუგუ მდებარეობს 243 კმ-ით ჩრდილოეთით პორტ-ჰარკორტიდან,[1] რომელთანაც ის დაკავშირებულია ინგლისელების მიერ აშენებული რკინიგზით აღმოსავლეთის ხაზზე.[2][1][3]
დიდი პორტ-ჰარკორტი მოიცავს თვითონ ქალაქ პორტ-ჰარკორტს, რომელიც შედგება ძველი ევროპული (თაუნშიპი) და მასთან მიმდებარე რამდენიმე ახალი კვარტალებისგან, ასევე ადგილობრივი თვითმართველობის მქონე 7 რაიონისგან — ოკრიკა, ობიო-აკპორი, იკვერე, ოიიგბო, ოგუ-ბოლო, ტაი და ელემე.
ქალაქში მდებარეობს რივერსის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტი და პორტ-ჰარკორტის უნივერსიტეტი. ფუნქციონირებს საერთაშორისო აეროპორტი, ორი საზღვაო პორტი, ორი სტადიონი და ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.
ქალაქის მჭიდრო დასახლების გამო 2009 წლის დასაწყისში შტატის ხელისუფლებამ, გუბერნატორ ჩიბუიკე ამაეჩის (Chibuike Amaechi) ხელმძღვანელობით, გამოაცხადა ახალი ქალაქის — გრეით-პორტ-ჰარკორტის შექმნის გეგმები. ახალი ქალაქი უნდა აშენდეს პორტ-ჰარკორტის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.