From Wikipedia, the free encyclopedia
პლისკა (ბულგ. Плиска; ძვ. სლავ. Пльсковъ) — ქალაქი ბულგარეთში, შუმენის ოლქის კასპიჩანის თემში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მთებით გარემოცულ დაბლობზე, ქალაქ შუმენიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 13,5 კმ-ში. მოსახლეობა — 1 012 კაცი (2013).
ქალაქი | |
---|---|
პლისკა ბულგ. Плиска | |
ბორის I-ის მონუმენტი პლისკაში | |
ქვეყანა | ბულგარეთი |
ოლქი | შუმენი |
თემი | კასპიჩანი |
კოორდინატები | 43°22′00″ ჩ. გ. 27°07′00″ ა. გ. |
ადრეული სახელები | აბობა |
ფართობი | 34.356 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 145 მ |
მოსახლეობა | 1012[1] კაცი (2013) |
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 |
სატელეფონო კოდი | (+359) 5323 |
საფოსტო ინდექსი | 9920 |
პლისკა ბულგარეთის დედაქალაქი იყო VII-IX საუკუნეებში. საფუძველი ჩაუყარა ბულგარეთის სახელმწიფოს დაამაარსებელმა ასპარუხიმა (679-700 წწ.). 893 წელს დედაქალაქი გადაიტანეს პრესლავში. ერთი საუკუნის განმავლობაში პლისკა პრაქტიკულად განადგურდა. ძველი ქალაქის ნანგრევები მდებარეობს თანამედროვე ქალაქიდან 3 კილომეტრში. დღევანდელ ქალაქ პლისკას 1925 წლამდე ეწოდებოდა აბობა.
პლისკა ბულგარეთის პირველი იმპერიის დედაქალაქი იყო 681-893 წლებში. ბულგარული ქრონიები მოგვითხრობენ, რომ ქალაქის დამაარსებელია ბულგარეთის ხანი ასპარუხი. ბიზანტიელი ისტორიკოსები გიორგი კედრენე და ანა კომნენოსი თავიანთ ნაშრომებში ამ ქალაქს „პლისკუსს“ უწოდებენ. ქალაქს ეკავა 23 კმ² ტერიტორია და მისი ცენტრი გარშემორტყმული იყო თავდაცვითი კედლით. ქალაქში მდებარეობდა სასახლეები და ქვის ეკლესია. შემონახულია თიხის წყლის მილები.
811 წელს პლისკა ბიზანტიის ჯარებმა გაძარცვეს, მაგრამ მალევე მომხვდურები ბულგარეთის ხანმა კრუმმა სასტიკად დაამარცხა პლისკის ბრძოლაში (811 წლის 26 ივლისი), მოკლა იმპერატორი ნიკიფორე I და დამპყრობლები ქვეყნიდან გააძევა.
ხანი ომურტაგი ხელს უწყობდა ხელოსნობის განვითარებას.886 წელს ბორის I-მა დააარსა პრესლავის ლიტერატურული სკოლა, რომელსაც სათავეში ჩაუყენა ნაუმ ოჰრიდელი. აღნიშნული სკოლა IX-X საუკუნეებში გახდა ბულგარეთისა პირველი იმპერიისა და მთელი სლავური წარმოშობის ხალხების უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული და კულტურული ცენტრი. 882 წელს ბორის I-ის მემკვიდრე ვლადიმირ რასატე პლისკაში შეეცადა კერპთაყვანისმცემლობის აღდგენას, რის გამოც ტახტიდან გადამდგარი და ბერად აღკვეცილი ბორის I დროებით დაუბრუნდა ტახტს და ხელისუფლება გადაულოცა მეორე შვილს სიმეონ I-ს, რომელმაც გამეფებისთანავე დედაქალაქი პრესლავში გადაიტანა, სადაც კერპთაყვანისმცემლობა საკმაოდ სუსტი იყო.
დედაქალაქის გადატანამ მთელი X საუკუნის განმავლობაში გამოიწვია პლისკის ფუნქციის დაცემა. 969 და 979 წლებში კიევის რუსეთისა და ბიზანტიის იმპერიის ლაშქრობების შედეგად ქალაქი საბოლოოდ განადგურდა.
XIX საუკუნის ბოლომდე პლისკის ნანგრევები გამოიყენებოდა, როგორც ქვის სამტეხლო. პლისკის ქვებით ააგეს ქალაქ შუმენის მეჩეთი 1740 წელს.
პლისკის ნანგრევები პირველად აღწერა დანიელმა მკვლევარმა კარსტენ ნიბურმა 1767 წელს. 1884 წელს ჩეხმა ისტორიკოსმა კონსტანტინ ირეჩეკმა ნანგრევები დააკავშირა ბიზანტიელი ისტორიკოსების ანა კომნენოსისა და ლეო დიაკვანის მიერ მოხსენიებულ პლისკასთან. ირეჩეკის მოსაზრებები დაადასტურა პირველივე არქეოლოგიურმა გათხრებმა, რომელსაც 1897-1898 წლებში აწარმოებდა კონსტანტინოპოლის რუსული არქეოლოგიური უნივერსიტეტის დირექტორი ფიოდორ უსპენსკი[2].
ნანგრევების ადგილზე ამჟამად მოქმედებს ეროვნული ისტორიულ-არქეოლოგიური ნაკრძალი „პლისკა“. აქვეე მდებარეობს ნაკრძალის არქეოლოგის კარელ შკორპილის საფლავი.
ოსმალეთის იმპერიის ბატონობის პერიოდში დასახლებას ეწოდა აბობა. 1925 წელს მას პლისკოვი უწოდეს. 1947 წელს კი მიიღო თანამედროვე სახელწოდება პლისკა.
ქალაქში არის საშუალო სკოლა, საბავშვო ბაღი და ბიბლიოთეკა. 1925 წელს ააშენეს წმინდა მეფე ბორისის სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი. ქალაქში ასევე მდებარეობს ბულგარეთის გამაქრისტიანებელი მეფის ბორის I-ის ძეგლი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.