From Wikipedia, the free encyclopedia
პიერ ჟან ჟორჟ კაბანისი (ფრანგ. Pierre Jean Georges Cabanis; დ. 5 ივნისი, 1757, კონაკი, — გ. 5 მაისი, 1808, სერენკური) — ფრანგი ფილოსოფოსი, მატერიალისტი და ექიმი. ეტიენ ბონო დე კონდილიაკის მოსწავლე. საფრანგეთის დიდი რევოლუციის ეპოქაში მნიშვნელოვანი როლი შეასრული მედიცინის სკოლის რეორგანიზაციაში.[14] ჟირონდისტებთან ერთად მონაწილეობდა 18 ბრიუმერის კონტრრევოლუციურ გადატრიალებაში. კაბანისის მატერიალიზმი და ათეიზმი XVIII საუკუნის ფრანგი მატერიალისტების ადრინდელი თაობისაზე უფრო თანამიმდევრული და მებრძოლი ხასიათისა იყო. დიდი გავლენა მოახდინა მედიცინისა და ფიზიოლოგიის,[15] აგრეთვე ფრანგული პოზიტივიზმის განვითარებაზე. თავის ნაშრომებში სათავე დაუდო სოციალურ მედიცინასა და ჰიგიენას, ფიზიოლოგიურ ფსიქოლოგიას.[16] სიცოცხლის ბოლო წლებში მიემხრო ვიტალიზმს.[15]
პიერ ჟან ჟორჟ კაბანისი | |
---|---|
ფრანგ. Pierre Jean Georges Cabanis | |
დაბ. თარიღი | 5 ივნისი, 1757[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] |
დაბ. ადგილი | კონაკი |
გარდ. თარიღი | 5 მაისი, 1808[1] [2] [3] [4] [5] [6] [8] [9] [10] [11] [12] (50 წლის) |
გარდ. ადგილი | სერენკური |
დასაფლავებულია | პარიზის პანთეონი |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი, მწერალი[13] , ექიმი, ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და ფიზიოლოგი |
მეუღლე | Charlotte de Grouchy |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.