პეშმერგა
From Wikipedia, the free encyclopedia
პეშმერგა, ფეშმარგა (ქურთ. پێشمەرگە ; Pêşmerge) — ერაყის ქურთისტანის ავტონიომიური რეგიონის განკარგულებაში მყოფი სამხედრო დაჯგუფება. პეშმერგა ითარგმნება, როგორც: „ის, ვინც უპირისპირდება სიკვდილს“ ან „ის, ვინც ემუქრება სიკვდილს“.[1] სამხედრო ორგანიზაციის ფორმალურ ლიდერად ერაყის ქურთისტანის პრეზიდენტი ითვლება. დღესდღეობით სამხედრო ორგანიზაცია მნიშვნელოვნად დანაწევრებულია და ავტონომიურად იმართება ქურთისტანის დემოკრატიული პარტიისა (KDP) და ქურთისტანის პატრიოტთა გაერთიანების (PUK) მიერ, თუმცა ორივე მათგანი ქურთისტანის რეგიონალურ მთავრობას ექვემდებარება. რეგიონში ერაყის შეიარაღებული ძალების კონსტიტუციურად შესვლის აკრძალვის შემდეგ,[2][3] პეშმერგა, ქურთისტანის სხვა შვილობილ უსაფრთხოების ძალებთან ერთად, პასუხისმგებელია დაიცვას ქურთისტანის ტერიტორია.[4][5][6][7]
პეშმერგა Pêşmerge | |
---|---|
ქურთისტანის დროშა გამოიყენება როგორც პეშმერგას ემბლემა | |
აქტიური | 1920-დან – დღემდე |
ტიპი | არმია |
რაოდენობა | 247 000 |
ალიანსი | ერაყის ქურთისტანი |
შტაბ-ბინა | ერბილი, იგივე ჰავლერი |
დევიზი | ეი რაქიბ! (Ey Reqîb) |
ბრძოლები |
|
მეთაურები | |
მთავარსარდალი | მასუდ ბარზანი |
პეშმერგას სამინისტროს ხელმძღვანელი | მუსტაფა ქადირ მუსტაფა აზიზი |
გენერალური შტაბის უფროსი | ლეიტენანტი ჯაბარ იავარი |
2003 წელს, ერაყის ომში, პეშმერგა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა სადამ ჰუსეინის დაკავების სპეცოპერაციაში.[8][9] 2004 წელს ქურთულმა ანტიტერორისტულმა ძალებმა დააკავეს ალკაიდას საკვანძო ფიგურა, რამაც გამოიწვია ოპერაცია ნეპტუნის შუბი, რის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია.[10][11] 2014 წელს, ისლამური სახელმწიფოს ერაყის ქურთისტანზე თავდასხმის პერიოდში, ერაყსა და სირიაში არსებული პეშმერგა და სხვა ქურთული ძალები, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ არსებულ ომში ჩაებნენ.