From Wikipedia, the free encyclopedia
პენრითი (ინგლ. Penrith) — ქალაქი ავსტრალიაში. მდებარეობს სამხრეთ–აღმოსავლეთ ავსტრალიაში. პენრითი არის ახალი სამხრეთი უელსის შტატის დასახლებული პუნქტი. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 11 813 ადამიანს[1]. ქალაქი პენრითი მოქცეულია სიდნეის აგლომერაციის ფარგლებში. იგი 50 კილომეტრითაა დაშორებული შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ სიდნეის. ქალაქში ჩამოედინება მდინარე ნეპეანი. პენრითიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს ლურჯი მთების ეროვნული პარკი. ქალაქი დაარსდა 1818 წელს. ნალექების რაოდენობა წლიურად შეადგენს 698.6 მმ-ს, ყველაზე ცხელი თვეებია ნოემბერი და იანვარი, ყველაზე ცივი — ივლისი და აგვისტო.
ქალაქი | |
---|---|
პენრითი ინგლ. Penrith | |
ქვეყანა | ავსტრალია |
შტატი (ავსტრალია)|ავსტრალიის შტატები და ტერიტორიები|შტატი | ახალი სამხრეთი უელსი |
კოორდინატები | 33°45′29″ ს. გ. 150°42′20″ ა. გ. |
დაარსდა | 1818 |
ფართობი | 12,33 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 31 მეტრი |
მოსახლეობა | 11 813 კაცი (2011) |
სიმჭიდროვე | 958,07 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+10, ზაფხულში UTC+11 |
საფოსტო ინდექსი | 2750 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.