![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/ab/Palais_de_la_Decouverte_Tyrannosaurus_rex_p1050042.jpg/640px-Palais_de_la_Decouverte_Tyrannosaurus_rex_p1050042.jpg&w=640&q=50)
პალეონტოლოგია
შეისწავლის ნამარხი ცხოველების ნაშთებს / From Wikipedia, the free encyclopedia
პალეონტოლოგია (ბერძ. παλαιοντολογία; palaios ძველი, on (ontos) არსება და logos მოძღვრება) — მეცნიერება ნამარხი ორგანიზმების შესახებ. დედამიწის ამგებ ქანებიში ნაპოვნ განამარხებულ ორგანიზმთა ნაშთების (სკელეტი, ნიჭარა, ნაკვალევი, სპიკულები, აღნაბეჭდები და სხვა) მიხედვით შეიძლება მათი აგებულებისა და ნაწილობრივ მათი ცხოველთმოქმედებისა და ცხოვრების ნირის გამოცნობა, აგრეთვე დედამიწის იმ პერიოდის შესახებ, როდესაც ეს ორგანიზმები ცხოვრობდნენ დედამიწაზე, მათ გავრცელებაზე და რაც მთავარია, ერთმანეთს შორის და თანამედროვე ცოცხალ ორგანიზმებთან მათი გენეტიკური კავშირის შესახებ. პალეონტოლოგიის ფუძემდებლად ითვლება ჟორჟ კიუვიე (Cuvier 1769-1832). პალეონტოლოგიას უდიდესი გამოიყენებითი მნიშვნელობა აქვს სტრატიგრაფიაში.
პალეონტოლოგია | |
---|---|
![]() | |
ქვეკატეგორიები |
|
დაკავშირებული მეცნიერებები |
პალეონტოლოგია არის ბიოლოგიასა და გეოლოგიას შორის, მაგრამ არქეოლოგიისგან განსხვავებით გამორიცხავს ანატომიურად თანამედროვე ადამიანების შესწავლას. პალეონტოლოგია იყენებს მეცნიერებების ფართო სპექტრს, მათ შორის ბიოქიმიას, მათემატიკასა და ინჟინერიას. ყველა ამ ტექნიკის გამოყენებამ პალეონტოლოგებს საშუალება მისცა აღმოეჩინათ დედამიწაზე ცხოვრების ევოლუციური ისტორიის დიდი ნაწილი.[1]
ცოდნის ზრდასთან ერთად, გაჩნდა პალეონტოლოგიის ქვეკატეგორიები, რომელთაგან ზოგი ფოკუსირებულია სხვადასხვა სახის ნამარხ ორგანიზმებზე, ზოგი კი ეკოლოგიასა და გარემოს ისტორიას სწავლობს.